კაშიამ პენალტი აიკიდა და "ვიტესმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
"ვიტესმა" ისევ ვერ იასპარეზა არნემში წარმატებულად და თუ წინა შეხვედრაში მათი მეტოქე ევროპა ლიგაზე, ამ სეზონში შესანიშნავად მოასპარეზე რომის "ლაციო" იყო, რომელთანაც 2:3 წააგეს (არადა, 75-ე წუთამდე უგებდნენ), ამჯერად "ვენლოსთან" ვერ შეძლეს გამარჯვების შენარჩუნება.

მატჩი საზეიმოდ დაიწყო, "ვიტესის" ქართველმა გუნდისთავმა გურამ კაშიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს მკლავზე კაპიტნის სამკლავური გაუკეთა, მასპინძლები ნაანტრაქტევს სლოვენიელი თავდამსხმელის ტიმ მატავჟის მიერ გატანილი გოლით ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ 89-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ კაშიამ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დააღრვია, ყვითელი ბარათი უჩვენა, პენალტი დანიშნა, რომელიც
კლინტ ლეემანსმა გამოიყენა და ფრე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მინდოდა ახლა?
klim
15:29 18-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული