გიორგი გველესიანი: ფეხბურთი ირანში უფრო უყვართ, ვიდრე საქართველოში

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თბილისის "დინამოს" მცველის, გიორგი გველესიანის ირანის საფეხბურთო ლიგაში გადასვლა ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო. ბევრი, ალბათ, ფიქრობს, რომ 26 წლის ფეხბურთელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. არადა, გიორგის ნაამბობი სულ სხვა შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

გიორგის თქმით, ფეხბურთი ირანში უფრო უყვართ, ვიდრე საქართველოში და ამის დასტურად პუბლიკაციას ფოტო-ვიდეო მასალას ვურთავთ. დასკვნა კი მკითხველმა გამოიტანოს.

შენი გადასვლა "ზობ აჰანში" ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. რამ განაპირობა ეს - შემოთავაზებების ნაკლებობამ თუ პირიქით, მიმზიდველმა პირობებმა?
-
პირველ რიგში, მადლობა Sportall.ge-ს ჩემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება
მოულოდნელობას, ორი თვის წინ თუ აზიაში გავაგრძელებდი კარიერას, თავად
ვერ ვიფიქრებდი. არ დაგიმალავთ და ყველაზე კარგი შემოთავაზება კონკრეტულად ამ გუნდიდან მქონდა. კლუბის მწვრთნელი და ხელმძღვანელობა დაესწრო თბილისში ჩემს თამაშს. შემხვდნენ და კონკრეტული წინადადება შემომთავაზეს. ამის შემდეგ გადაწყდა ჩემი ტრანსფერი ირანში.

- გუნდში როგორ დამკვიდრდი? როგორი ურთიერთობა გაქვს თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან?
-
თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია, რადგან გუნდში ევროპელებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი და საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები დამხვდნენ. ხალხიც ძალიან თბილად შემხვდა, ჩემს ქვეყანაში მსგავსი ყურადღებით არ ვიყავი განებივრებული.

მიმაჩნია, რომ აქ უფრო უყვართ ფეხბურთი, ყოველ შემთხვევაში, არავის სჭირდება ხვეწნა სტადიონზე მოსასვლელად. აქ რომ ჩამოვედი, "ინსტაგრამზე" 1000-ზე მეტი წერილი მივიღე, კეთილი იყოს შენი ირანში ჩამოსვლაო.

- როგორია ირანის ჩემპიონატი? ჰაერის მაღალ ტემპერატურასთ
ნ გამკლავებას როგორ ახერხებ?
- სამხრეთ ირანშია მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, მქონდა იქ თამაშის "ბედნიერება". 48 გრადუსში 90 წუთი ვითამაშე! მაგ დღის დავიწყებას ვცდილობ აქამდე და ნუღარ გამახსენებთ...

ჩვენთან ირანის ჩემპიონატი უბრალოდ არ შუქდება და გვგონია დაბალი დონის ჩემპიონატი, სადაც მხოლოდ ფულია... მაგრამ, რომ ადევნოთ თვალყური ნებისმიერი ტურის ნებისმიერ თამაშს, მიხვდებით, რომ ტემპი საკმაოდ სწრაფია და  ყველა თამაში კარგი საყურებელია. ახლა გვინდა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ და ეს იქნება ახალი გამოწვევა. ამის იმედს ისიც გვაძლევს, რომ ირანის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვყავს.

- როგორი ინფრასტრუქტურაა კლუბში და ირანში ფეხბურთი რამდენად პოპულარულია?
- თავიდან მეც გაკვირვებული დავრჩი - მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, თუ ირანში მსგავსი საფეხბურთო დონე შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველა გუნდს აქვს ევროპული დონის ინფრასტრუქტურა, მინდვრები და გასახდელები. ყველა თამაში ადგილობრივ არხებზე გადაიცემა და სტადიონებზე ხალხი დადის. გუნდებში მაღალი დონის ლეგიონერები ჩამოჰყავთ და ყველაფერი სანაკრებო დონეზეც აისახება - ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

- პირველივე თამაშში წითელი ბარათი მიიღე. ნერვიულობის ფაქტორი იყო ეს თუ უბრალოდ, დაუდევრობა? როგორ შეაფასებდი დებიუტს?
-
დიახ, დებიუტში გამაძევეს, ორი ყვითელი ბარათი მივიღე. არ გამოვიყურებოდი ცუდად, უბრალოდ, ასე მოხდა.

- ირანი ისლამური სახელმწიფოა, ჩვენგან განსხვავებული წესებითა და კანონებით. თავად თუ იგრძენი შეზღუდვები და სირთულეები ყოველდღიურ ყოფაში?
- ირანი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ყველა ვალდებულია გარკვეულ წესებს დაემორჩილოს, განურჩევლად ეროვნებისა.რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩამოთვლა რომ დავიწყო, საუბარი უსასრულოდ გაგვიგრძელდება.

მოკლედ გეტყვით, რომ საქართველოში ბევრად თავისუფლად ვცხოვრობთ. ჩვენთან არავინ აიძულებს ქალს ჩადრით სიარულს, კაცს კი შარვლის ჩაცმას (შორტი აკრძალულია). ალკოჰოლის მიღებისთვის რამდენიმე წლით ციხეში სვამენ, ღამის კლუბებიც და მსგავსი გართობის საშუალებებიც აკრძალულია. facebook, skype, youtube, viber, მუსიკისა და ფილმების საიტები დაბლოკილია. სამაგიეროდ, ხალხია ძალიან კეთილი და თბილი.


- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? და ნაკრებში დაბრუნების შანსებს როგორ აფასებ?
-
ფეხბურთელის კარიერა არაპროგნოზირებადი და რთულად გამოსაცნობია. ამიტომ ჩემს მომავალზე საუბარი გამიჭირდება.

რაც შეეხება ნაკრებში დაბრუნების შანსებს, ირანის ჩემპიონატი ჩვენთან ყველას დაბალი დონის ჰგონია და რატომ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი გამონაკლისი?.. ამავდროულ
დ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემი ყოფილი კლუბის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას, რომ ტრანსფერში ყველანაირად ხელი შემიწყვეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 11 /
ინგლისურად ან ირანულად არ გადათარგმნოთ სტატია, თორე დაერხა გველესიანს... :)
ქუთაისელი
09:36 19-09-2017
5
ძალიან კარგი სტატიაა/ნამდვილად არ მეგონა,თუ ირანში ფეხბურთი ასე სერიოზულ დონეზე იქნებოდა.ყოჩაღ მათ ფედერაციას,ჩვენსავით კორუმპირებულნნი რომ არ არიან და როგორც საზოგადოებას,ისე თავიანთ საქმეს პატივს სცემენ-ფეხბურთს ავითარებენ!
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული