"ვიტესის" თავკაცი: გურამ კაშია არასოდეს არ უნდა მოხვდეს ასეთ სიტუაციაში

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ვიტესმა" "ვენლოს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. არნემელები 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ პენალტი "აიკიდა", რომელიც ლეემანსმა გოლად აქცია.

მატჩის შემდეგ "ვიტესის" მწვრთნელმა ჰენკ ფრეიზერმა გუნდი და მისი კაპიტანი გააკრიტიკა:

"ჩვენ შესაძლებლობებზე ნაკლებად ვითამაშეთ. დამატებით, ისეთი შეცდომები დავუშვით, რომ ქულების დაკარგვა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.

კაშია არასოდეს არ უნდა მოხვდეს ასეთ სიტუაციაში, რადგან ასეთ შემთხვევაში მცველის ფუნქციას ვერ შეასრულებ", - განაცხადა ფრეიზერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული