"ამ თამაშისთვის ისე ვემზადებით, როგორც პრემიერლიგის შეხვედრისთვის. სულ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი მეტოქე 1-ლი ლიგის წარმომადგენელია. მით უმეტეს, ეს გუნდი გასულ სეზონში პრემიერლიგაზე ასპარეზობდა.
საკუთარ მოედანზე მაგრად იბრძოლებენ და მოგებას შეეცდებიან. თუმცა, ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ".