ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა კვლავ უგუნდოდაა. მოგეხსენებათ, მისი ბოლო კლუბი ფრანგული "რეიმსი" იყო, საიდანაც წინა სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია...

ამ დროისთვის, ჯაბა კანკავა დუმილს ინარჩუნებს და ეს არცაა გასაკვირი. ჯერ ერთი, ის მაშინაც სიტყვაძვირი იყო, როცა კარიერაში წარმატებული პერიოდი ედგა და ახლა, მით უმეტეს, არ იწვის ლაპარაკის სურვილით. თავიდანვე უნდა დავწეროთ, რომ სიტყვაძვირობა უკმეხობაში არ უნდა აგვერიოს - ის არასოდეს საუბრობს ბევრს, თუმცა, რასაც ამბობს, ამბობს სიმართლეს და გულით.

რა თქმა
უნდა, შექმნილი ვითარება გვაიძულებს, ჩვენი წყაროებით მოვიპოვოთ ინფორმაცია საქართველოს ნაკრების კაპიტნის შესახებ.

გუშინ გავიგეთ, ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო ინფორმაცია - საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კარიერა დაასრულოს. ამ დროისთვის ეს არც შემდგარი ფაქტია და არც გადაწყვეტილი, მაგრამ ამის ერთობ სოლიდური შანსი არსებობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ ამ მომენტისთვის კანკავას გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს, მაგრამ მათ შორის არ არის ისეთი შეთავაზება, ფეხბურთელის ამბიციებს რომ შეესაბამებოდეს.

წლების განმავლობაში ჯაბა ერთგულად ემსახურა საქართველოს ნაკრებს და ყველა იმ კლუბს, სადაც კი ოდესმე უთამაშია. ის ყველა გუნდში წამყვანი ფეხბურთელი იყო და, ცხადია, გამორჩეული მოთამაშე გახლდათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. ბუნებრივია, დიდი ფიზიკური დატვირთვების ფონზე ჩავლილი წლები იოლი გადასატანი არ არის ფეხბურთელის ორგანიზმისთვის და დგება მომენტი, როცა დაღლილობას გრძნობ. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჯაბა კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა, თუმცა, როგორ გინდა, გულში არ გაგკრას შეგრძნებამ, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და სარგებლობის მოტანა თუნდაც ჩვენი ნაკრებისთვის.

დრო ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ძალიან სწრაფად გადის. გუშინდელი დღესავით გვახსოვს, როგორ გამოჩნდა "დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი. თბილისის "დინამომ", გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ევროპალიგის ჯგუფში რომ ითამაშა, ამაში კანკავას წვლილი ძალიან დიდი იყო.

რა თქმა უნდა, უცხოურ კლუბებს თვალთახედვის არეალიდან არ გამოჰპარვიათ ქართველი ფეხბურთელის დიდი პროგრესი. მალე კანკავამ ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაინაცვლა, იქიდან კი კიევის "არსენალში" აღმოჩნდა. ცხადი იყო, ჯაბასთვის ეს უკრაინული კლუბი ტრამპლინი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბში - დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" აღმოჩნდა.

გავრისკავ და ვიტყვი, რომ სწორედ ამ უკრაინულ გუნდში გაატარა ჯაბამ კარიერის საუკეთესო პერიოდი. მან თავდადებული შრომით დაიმკვიდრა ადგილი უკრაინული გუნდის შემადგენლობაში. რად ღირს თუნდაც ის, რომ გუნდთან ერთად ევროპალიგის ფინალურ მატჩში იასპარეზა. არ უნდა გამოგვრჩეს ის პერიოდიც, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასევე უკრაინულ "კრივბასში" იჯარით გაატარა...

კანკავას ბოლო გუნდი ფრანგული "რეიმსი" გახლდათ. ჯაბა იქ დიდი იმედებით მივიდა, თუმცა ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ფეხბურთელი ბოლომდე ვერ შეეწყო ფრანგულ რეალობას. ჯაბას "რეიმსში" ჰქონდა კარგი მატჩები, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა.

საქართველოს ნაკრებში ის 2004 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 65 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

თავის დროზე ის ნაკრების ახალგაზრდა წევრი იყო, ვინც გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობდა. მერე კი თვითონ გახდა ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - აქეთ ეხმარებოდა და ეხმარება ახალგაზრდებს, რათა ნაკრებში თავი შინაურად იგრძნონ.

...იმედს ვიტოვებთ, რომ ჯაბა კანკავა კიდევ, თუნდაც გარკვეული ხნით ითამაშებს ფეხბურთს. მით უმეტეს, ამის შანსი არსებობს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მობეზრდა ამას უკვე თამაში და რეჟიმებიი თუნდაც ამ უმოტივაციობით დინამოსთვის ძალიან დიდი ძალაა დაა დაიმატონ თუნდაც დიდი ხელფასის ხარჯზე ეს ოთხი წელი სამი მაინც მაღალ დონეზე ითამაშებს დაა მის გვერდით ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან
lashari
21 სექტემბერი 2017 14:27
2
თბილისის დინამოში არ შეიძლება რომ დაბრუნდეს!!??? წაეხმაროს ცოტა კიდევ ქართულ ფეხბურთს 2-3 წელი რა მოხდება!!?? ფეხბურთზე თავის დანებებას ყოველთვის მოასწრებს და ახალგაზრდა დინამოელებს კი კარგ გაკვეთილებს ჩაუტარებს ამჟამად!! გადადი ჯაბა დინამოში თუ შეიძლება რა ყველაფერი ფულით ხომ არ უნდა გადაწყდეს!
ჯაბა
21 სექტემბერი 2017 16:05
1
იმედს ვიტოვებ რომ ინფორმაცია არ დადასტურდება და ჯაბა კიდევ ითამაშებს ნორმალურ ევროპულ კლუბში, ამასთან ნაკრებსაც დაეხმარება. მას ნამდვილად შეუძლია გააკეთოს ეს რამოდენიმე სეზონის განმავლობაში.
P.S.
და იაშვილის მაგალითი რომ გადაიღოს რა უჭირს? მგონი არ იქნება ცუდი, თუ გამორჩეული ქართველი ვეტერანები კარიერას ქართულ კლუბებში დაამთავრებენ. ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმული იქნება, ბევრს ისწავლიან, გამოცდილებას მიიღებენ და თავდაჯერებულები იქნებიან.
gio
21 სექტემბერი 2017 14:03
3
კარგი იქნება, თუ ჯაბა საქართველოში გააგრძელებს კარიერას...
tngh
21 სექტემბერი 2017 20:49
1
ჯერ ერთი ეს ჭორებია და მეორეც თუკი ასე მოხდება რომ საზღვარგარეთ საამბიციო კლუბს ვერ მონახავს, მაშინ შეუძლია ახალი სეზონიდან სამტრედიაში (ერთადერთი სწორი არჩევანი) მიბ\ვიდეს თუკი იქ ცეცაძე ისევ იქნება და წელს მეორედ გაჩემპიონებულ კლუბს (რაც აუცილებლად ასე მოხდება) დაეხმაროს გაისად ევროსარბიელზე.
ნებისმიერმა ქართველმა ლეგიონერმა თავისი კარიერის ბოლო წელიწადი(თუკი ფორმაშია) უნდა გაატაროს ქართულ კლუბში და ახალგაზრდებს მოტივაცია მისცეს,ისე როგორც ეს ჰქნა იაშვილმა და სხვებმა
Guadua
21 სექტემბერი 2017 16:27
5
ეჰ მახსოვს ქეცბაია ამისულაშვილზე ამბობდა და ეუბნებოდა რამ დაგაბერა ეს 32 წლის კაციო. მაშინ უმეტესობა თემურს აკრიტიკებდა სწორედ მისი საფეხბურთო ხედვის გამო. ქართველები სხვანაირი ერი ვართ, გაზარმაცებული (ყველაზე არ ვამბობ) მარა სისხლში გვაქ აი მაგალითად 31 წლის კაცი ამბობს, ნაკრები არა შმნაკრები მე უკვე ყველაფერი გავაკეთე ისტორია დავწერე და აწი მე როგორც ფეხბურთელს ნაკრებში ვალი მოხდილი მაქვსო. აი ჩვენ ხასითშია პრობლემა სწორედ. ჩვენ ზარმაც ხასიათშია პრობლემა. ესაა და ეს
Manchester 1
21 სექტემბერი 2017 15:11
3
არავის არ ვუხდი მადლობას ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის,იმიტომ,რომ ქართული ფეხბურთი არ ასებობს.ვინც ხედავს ქართულ ფეხბურთს და ფიქრობს,რომ არსებობს აი საღოოოოოლ:)
ლაშა
21 სექტემბერი 2017 22:29
5
დიდი მადლობა ჯაბას ,რაც მან ქართული ფეხბურთისათვის გააკეთა.როცა თამაშობს სულ ბოლომდე იხარჯება.ასე იყო ბოლო სანაკრებო შხვედრაშიც,მაგრამ ამ შხვედრაში გამოჩნდა რომ არ არის ფორმაში,ბევრი შეცდომა დაუშვა და მისი სათამაშო ხისტი მანერიდან გამომდინარე ჩვენს საჯარიმოსთან რამოდენიმე სახიფათო ჯარიმა დაინიშნა.
რათქმაუნდა ეს ყველაფერი მისი გუნდში უთამაშებლობის ბრალია,რაც კარგად უნდა სცოდნოდა მწვრთნელს და ეს არის ვაისის დიდი შეცდომა.ადრეც დავწერე, ვაისს ისე ეშინია უარყოფითი შედეგის, რომ გუნდში უთამაშებელ მაგრამ გამოცდილ ფეხბურთელებს უფრო ენდობა ვიდრე ახალგაზრდა პერსპექტიულებს.შედეგი არაფერია და არ ჯობია მომავალზე ვიფიქროთ?
ჯუბა
21 სექტემბერი 2017 14:37
1
იაშვილის მაგალითი რომ გადაიღოს მასავით პასუხიმგებლობის გრძნობა უნდა ქონდეს. სამწუხაროდ ვერ აღმოაჩნდა. რაც საფრანგეთში გადავიდა მას შემდეგ გაათკეცებული შრომა სჭირდებოდა იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. უკრაინის დონეს ვერ გასცდა საფრანგეთში, რაც რა თქმა უნდა საკმარისი ვერ აღმოჩნდა. გული მწყდება.
კახა
21 სექტემბერი 2017 18:37
2
სამაგიეროდ შენს ვაჟკაცს აღმოაჩნდა,გაიქცა და 1 ბურთი ვერ გაუტანია აქამდის საქართველოსათვის გადაზრდილს.დაქვეითდა ფასშიც და კლასშიც.სანამ სხვისას განიკითხავ ჯერ საკუთარი მოიკითხე.
ზვიადი
25 სექტემბერი 2017 11:16
0
აი მალხაზ ასათიანი და კანკავა... ესაა ამბიციებს მიყოლებული კარიერა...
ziz
21 სექტემბერი 2017 15:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული