საბა კვირკველიას გოლმა "ლოკომოტივს" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის თასის 1/16 ფინალში პირველი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "კრილია სოვეტოვმა" მოსკოვის "ლოკომოტივი" მიიღო და 120-წუთიან დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 სძლია.

ისე, ძირითად დროშიც უნდა მოეგო, მაგრამ 92-ე წუთზე "რკინიგზელთა" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით დროში კი სამარელებმა მესამე გოლის გატანა მოახერხეს.

30-ე წუთზე საბას უყურადღებობას მასპინძელთა თავდამსხმელის კორნილენკოს სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასვლა მოყვა, რომელიც საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა პენალტი არ დადო. ამას გარდა, ქართველ ცენრბეკს პირველი გაშვებული გოლისას შეეძლო პოზიცია უკეთ შეერჩია და თავისი გუნდი
გადაერჩინა. თუმცა, 25-ე წუთზე "კრილიას" ფორვარდს კარში შესაგდებად გამზადებული ბურთი აართვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა მაგარი ხარ, ასე გააგრძელე, შები დიდი იმედი გვაქს. ტოპ ლიგაში უნდა ითამაშო.
gizog
10:21 22-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული