გიორგი პაპუნაშვილის გოლმა "სარაგოსა" თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლუგოსთან" 15 სექტემბერს 1:2-ზე წაგებულ მატჩში მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ახლა  კი ამავე გუნდთან "ლა რომალედაზე" მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და აკი გაუმართლა კიდეც.

ის 22-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თქვენი მოწონებული ბურთი შეუგდო მეკარე რობერტოს.

გიორგიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და თასის 1/16 ფინალში არაგონელები გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა კაათ დაუჭახუნა! მიდი ეგრე გააგრძელე
nodari
14:41 22-09-2017
0
გიორგი გენაცვალე მაგარი გოლი იყო, არ გაჩერდე დარჩი ბაზაზე ყოველდღე და ივარჯიშე მთელი ერი გთხოვთ ამას, კრიშტიანუ რონალდო, მხითარიანი, შევჩენკო, პირლო რომელი ერთი ჩამოგითვალო პაპუნ ყველა თავს აკლავდა და აკლავენ თავიანთ საქმეს და იმიტომაც არიან უმაღლესი კლასის ოსტატები. დაუმტკიცე ესპანელებს რომ ტურისტად არ ხარ ჩასული მანდ!! მთელი ერი დავიღალეთ იმით რომ მოვა უიქენდი და მერე იწერება, რომ მთელი ლეგიონი სათადარიგო იყო ან ითამშა 5 წთ და ა.შ
mamuka
12:20 22-09-2017
0

სიახლეები პოპულარული