- გიორგი პაპუნაშვილის გოლმა "სარაგოსა" თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]
სხვა შემთხვევებში გიორგი სათადარიგო შემადგენლობაშია ხოლმე და თამაშებში შეცვლაზე ერთვება. ჩვენ დავუკავშირით გიორგი პაპუნაშვილს და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.
- რამდენიმე თვე გავიდა, რაც ესპანეთში გადახვედი. როგორ შეაფასებდი შენს ტრანსფერს ამ ეტაპზე?
- ძალიან ბედნიერი ვარ ახალ გუნდში. როგორც ახსენე, რამდენიმე თვეა ჩამოვედი. ეს იმას ნიშნავს,
- რა განსხვავებაა "ვერდერსა" და "სარაგოსას" შორის? ფიქრობ, რომ ესპანურ ფეხბურთში თავს დაიმკვიდრებ?
- "ვერდერი" წარსულია, რაც უკვე დამთავრდა, ხოლო რაც დღეს ჩემს თავს ხდება, ძალიან მაბედნიერებს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ "სარაგოსაში" ადგილსაც დავიმკვიდრებ.
- ესპანეთში სირთულეები თუ შეგექმნა?
- სირთულე ენის ბარიერია.
- რა მიზანი აქვს გუნდს და რა მიზანი გაქვს შენ?
- წელს "სარაგოსას" მიზანი პრიმერა დივიზიონში დაბრუნებაა. ასე რომ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
- რაც შეეხება ნაკრებს?
- ვფიქრობ, რომ შევძლებ ნაკრებში დაბრუნებას.