წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფას ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა "ბურსასფორს" სტუმრად მოუგო (0:1), სხვა მატჩებიც გაიმართა და ერთ-ერთში თავი ქართველმა ფეხბურთელმაც გამოიჩინა.

კიევის "დინამო" გასვლაზე იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონს, მილანის "ინტერს" შეხვდა და 2:2 ითამაშა. მე-10 წუთზე ანგარიში კიეველთა თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა გახსნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოში კარგად ცნობილი ფეხბურთელის, ფორვარდ კობა წიტაიშვილის ვაჟი უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების სახელით თამაშობს.

მოსკოვის ცსკა-ს 19-წლამდელებში "მანჩესტერის" წინააღმდეგ ორმა ქართველმა ნახევარმცველმა ითამაშა -კონსტანტინე მარადიშვილი და ნიკიტა მაცხარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. რუსული არმიის
ახალგაზრდული გუნდი ინგლისელებთან 1:2 დამარცხდა. მაცხარაშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მარადიშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს. ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

უკვე იცით, რომ "ბურსასფორთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, "საბურთალო" მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცსა" და ჰაიფას "მაკაბის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების შეხვედრა სერბეთის ქალაქ სტარა-პაზოვაში 1:1 დასრულდა. ებრაული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ცენტრალური მცველი ჯიჯი დარასელია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ის გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟია და ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

24-ე წუთზე დარასელიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაც ქართულ გვარს იპოვით, არიქააა.გვეშველააა.არარიან არც უნდათ.ძალით რატო აწვალებთ ან თქვენ ჟურნალისტები ან იმათ რას ერჩით.მიხედავენ თავისთავს.აქ იდარდეთ და ინაღვლეთ რაც
სატკივარია.იმათ კი ისწავლეს გოლის გატანა...აქ მიხედ მოხედეთ რა ხდება??
Gigusha
21:28 28-09-2017
1
მაცხარაშვილი აფხაზად თვლის თავს და ქართველად ნუ მოიხსენიებთ თუ შეიძლება
suxumski
15:05 28-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული