ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "კრანსოდარის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია. ამ დრომდე უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება და შეძლებს თუ არა 25 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მოახლოებულ შეხვედრებში მონაწილეობას.

"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ტულის "არსენალთან" 29 სექტემბერს გამართულ მატჩში მიიღო. რუსეთის პრემიერლიგის 12-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შეცვლაზე, 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა სულ რაღაც 9 წუთში ფეხბურთელმა მუხლი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "კრასნოდარი" ამ დროისთვის კაცნაკლული თამაშობდა (56-ე წუთზე შარლ კაბორე გაუძევეს), ოქრიაშვილის გამოკლების შემდეგ კი სულაც 9 კაცით
დარჩა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა. "არსენალის" სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია გია გრიგალავას.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს უელსსა და სერბეთთან, შესაბამისად, 6 და 9 ოქტომბერს შინ და სტუმრად გამართავს. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს თორნიკე ნაკრებში ჰყავს გამოძახებული.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძაან ცუდად დადგა ფეხი, საშინელ ტამვას გადაურჩა, მიზეზი ერთია: ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობის დამახასიათებელია არასწორი ფიზიკური აღზრდა ბავშვობიდან! მარტივად რომ ვთქვათ, არ ყოფნით კუნთის მასა და სიძლიერე, შესაბამისად ადგება ძალა ხრტილებს, მყესებს და ძვლებს
0
ძალიან სამწუხაროა, ჩვენი ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი სულ ტრამვებშია, ოქრიაშვილი, ანანიძე, კანკავა და მჭედლიძე !
ალბათ მართლა არასწორი ფიზიკური მომზადების ბრალია, რასაც საფუძველი ბავშვობიდან უნდა ჩეყაროს, მე რაც მაქვს ნანახი, ვარჯიშის წინ მაქსიმუმ 10 წუთი ახურებენ ბავშვებს რაღაც უაზრო ვარჯიშებით.
saakadze
10:58 02-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული