ლეგიონი: მერებაშვილი მატჩის გმირია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პლოცკის "ვისლასა" და "ტერმალიკას" შეხვედრაში (1:0) საგოლე გადაცემით გამოირჩა.

იმის მიუხედავად, რომ პლოცკელები მასპინძლები იყვნენ და ამ მატჩში ფავორიტად მოიაზრებოდნენ, სათამაშო უპირატესობას მაინც სტუმრები ფლობდნენ. პირველმა ტაიმმა უფერულად ჩაიარა და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

თამაშის მეორე ნახევრის 57-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და დარტყმის ნაცვლად ვარელას ზუსტი პასი გაუკეთა, რომელსაც გადაცემის გოლად ქცევა არ გასჭირვებია.

თამაშის შემდეგ გიორგი მერებაშვილი მატჩის გმირად დაასახელეს.

11 ტურის შემდეგ პლოცკის "ვისლა"
მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საგოლე პასი გააკეთა, კარგი იყო, გუნდმაც მოიგო...და საერთოდ
გმირობა რა არის ფეხბურთში?.:)
დათო
02 ოქტომბერი 2017 22:56
0
ჩემთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობაა მისი კარგი თამაში და კარგი სეზონი. მიუხედავად იმისა რომ არასოდეს მიმაჩნდა სანაკრებო დონის ფეხბურთელად მგონია რომ ეხლა შანსი უნდა მიეცეს, მაგრამ გმირობა ცოტა გადამეტებული შეფასება მგონია. გმირი შეიძლება ვუწოდოთ 4-3 ანგარიშით დამთავრებულ მატჩში პოკერის ავტორს, ან ჰეთ-თრიკისა და საგოლე პასის ავტორს ან მსგავს მიღწევას. მისი თამაში კი შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი.
dadu
02 ოქტომბერი 2017 16:55
0
მერებაშვილის ფანი არასდროს ვყოფილვარ, ნაკრებში მისი გამოძახების შესახებ დაუსრულებელი მოთხოვნები ყოველთვის გადამეტებული მეგონა, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ სასიამოვნოდ მაკვირვებს მისი თამაში ამ ბოლო დროს და აქ შემთხვევაშიც მაღალი კლასი ეტყობა მის პასს, ასეთი მარტივი გასაკეთებელიც არ იყო, საღოლ გიორგი!
valderrama
02 ოქტომბერი 2017 14:28
0
ჩვეულებრივი პასია, დარტყმას არაფერი აზრი ქონდა.სწორად მოიქცა რომ არ დაარტყა. და მაინც გმირობა უფრო სხვა რამე მგონია.
ირაკლი ქუთაისელი
02 ოქტომბერი 2017 12:42
4
მარტო პასის გამო კი არ გახდა საუკეთესო. არამედ ყველაზე მაგრად ითამაშა და ყველაზე აქტიური იყო
გეო
02 ოქტომბერი 2017 16:23
0
რა მნიშვნელობა აქვს პლოცკელი სპეციალისტების აზრს, მთავარია რას ფიქროს და როგორ აფასებს ამ გადაცემას ბატონი ირაკლი ქუთაისიდან. "ჩვეულებრივი პასია, დარტყმას არაფერი აზრი ქონდა. სწორად მოიქცა რომ არ დაარტყა. და მაინც გმირობა უფრო სხვა რამე მგონია". კადნიერებად ნუ ჩამომართმართმევთ ბატონ ირაკლი და კარგი იქნებოდა გაგვიზაროთ რა ჰგონია გმირობად ფეხბურთში.
gizog
02 ოქტომბერი 2017 14:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული