მძიმე ტრავმის შემდეგ გია გრიგალავა მოედანზე დამცავი ნიღბით გამოჩნდა

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" ქართველი მცველი გია გრიგალავა მოედანს დაუბრუნდა. 28 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვე გაუცდა, 8 ოქტომბერს გამართულ "არსენალისა" და ბელორუსული "ტორპედო-ბელაზის" ამხანაგურ შეხვედრაში ნიღბით ითამაშა.

გრიგალავა მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ტულის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა კი უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის ქართველ მცველს ყბა-სახის არეში მძიმე ტრავმა ივლისში, "რუბინთან" მატჩში მიაყენეს და ამის გამო მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

- გია გრიგალავა ყბის მოტეხილობის გამო ფეხბურთს საკმაო ხნით გამოაკლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული