გათამაშების ლიდერი "აკადემიკო ვისეუ" "ფამილაშაოს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა გამარჯვების გოლი 34-ე წუთზე გაიტანა. ებრალიძე 90-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველ ლეგიონერს აქამდე 4 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ერთი გოლი ჰქონდა გატანილი.
"აკადემიკო ვისეუ" 22 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.
თამაშის დასრულების შემდეგ, ებრალიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა: "ბედნიერი ვარ, მიმდინარე სეზონში მეორე გოლი "ფამალიშაოს" გავუტანე, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. კარგი მატჩი ჩავატარეთ, იმედი
13:53 22-10-2017
ჭანტურიშვილმა "პოდბრეზოვას" გოლი რიკოშეტით გაუტანა [VIDEO]
გათამაშების ლიდერმა "სპარტაკმა" "პოდბრეზოვა" მიიღო და 2:0 დაამარცხა. მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლები უკვე 1:0 იგებდნენ, ქართველმა ნახევარმცველმა მატჩის 78-ე წუთზე კარის მიმართულებით ჩააწოდა ბურთი და რიკოშეტით გოლი გავიდა. ჭანტურიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.
ქართველ ლეგიონერს აქამდე 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მის ანგარიშზე კი ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა იყო.
"სპარტაკი" 33 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს "სლოვანს" 8 ქულით უსწრებს.