გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
საინტერესო არის როგორი შობადობა არის ნიდერლანდებში!
გოგი ქუთაისელი
31 ოქტომბერი 2017 14:35
0
ძმისშვილო თემო და სოსო, აქ სხვის ორიენტაციაზე კი არ ვიკლავ თავს ასეთები წყალს წაუღიათ, არამედ ქართველი კაცის ორიენტაციაზე ვმსჯელობთ. საკადრის პასუხს გცემს ბატონი სოსო, მაგრამ გამგებს ტვინი სჭირდება. არიან ტომები და ერებიც კი (მქონდა შემთხვები, მათ არ დავასახელებ), რომლებიც თავიანთ ცოლებს სთავაზობენ სტუმრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სტუმარმა უარი განუცხადა, ეს მათთვის საშინელი შეურაცყოფაა. გეკითხებით რომლებსაც ქართველებად წარმოგიდგენიათ თავი, ამ შემთხვევაში მასპინძლის ამპლუაში გამოხვიდოდით?
მეორე საკითხი და არანაკლებ ძირითადი: კომენტარები: "კაშია საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს","თუ ითამაშებს კაპიტნობა ყოველ ვარიანტში უნდა გამოირიცხოს" და სხვა. კაშიამ კი არა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთოდ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი თავისი რეიტინგის გამო.ერის შემარცხვენლები.
ძველი გულშემატკივარი.
თემოს 20:37 23.10.2017 და სოსოს 11:25 25.10.2017
31 ოქტომბერი 2017 03:04
3
ქველმოქმედებით, რომ გამოვირჩეოდეთ ჩემო "კაპიტანო" უფრო კაი იქნებოდა ეხლა ბევრი მაგ საქციელსაც გიწონებს და შეიძლება ქველმოქმედებაში გითვლიდეს, მაგრამ გაჭირვებულ, ავადმყოფ ხალხს რომ დაეხმაროთ თავად თქვენ და მაგალითი იყოთ ამ საქმის ბევრად უკეთესი იქნებოდა ან რომელიმე მაღალმთიან რეგიონის ბავშთა საფეხბურთო გუნდს რომ აჩუქოთ ბურთები, ან სპორტული ატრიბუტიკა სხვებიც მოგბაძავდნენ ხომ იცით სიკეთე გადამდებია. ეს ჩემი თავისუფალი აზრია და ქმედება, როგორც თქვენი იმ სამკლავურის გაკეთება იყო თქვენი ნება და ბოლოს მაგრად მაინტერესებს და თვალყურს ვადევნებ თქვენს მერე ვინ იქნება მეორე ქართველი ფეხბურთელი ვინ მოგბაძავთ "სიკეთის" კეთებაში წარმატებებს გისურვებთ როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს გულწრფელად მსურს მეტად წარმატებული იყოთ მომავალში არა მარტო საფეხბურთო კუთხით არამედ ქველმოქმედებითაც მისაბაძი და თვალსაჩინო
იუბ აივერსკი
28 ოქტომბერი 2017 12:33
1
რა გეკატაკად ამ ქართველ ფეხბურთელებს ასეთი რომ ფულის გამო ყველაფერზე მიდიხირთ??? თამაშით ვერ თამაშობთ კაი რაც არის ეგ არის, პოლიტიკაში ბლომად წახვედით და დრემდე ეგეც შეირგეთ, ეხლა მორალზე და წესიერებაზე უნდა მოძღვროთ საქართველო?! კაი, კაშიას დაუშვათ არ შეეძლო ამ ოხერი ჰოლანდიური ტრენდიდან ამოვარდა (არა და რაც გააკეთა არ შეიძლება, გახდა მაგათი თანაზიარი...), კალაძეს და კობიაშვილს ვინღა დაგაძალათ ამათ დამცველებად გამოსვლა??? ვერ ხვდებით რომ ეს ფასეულობათა ომია და მაინცდამაინც ამ უბედური ლგბტ-ს დამცველებად გამოხტომა რომ არ არის ჯანმრთელი ადამიანის შესაფერისი საქმე?! ღმერთმა დაგიფაროთ და რომელიმეს ძალიან ახლობელი ამ გზას რომ დაადგეს ერთი მერე როგორი სოლიდარულები იქნებ საერთოდ თუ წარმოგიდგენიათ??? თქვენთვის რაც გინდათ ის აკეთეთ და ნორმალურ ხალხს გაგვეშვით, ვითომ თანამედროვეობის ამბავში გარყვნილობის ადვოკატები ნუ გახდებით!!! ის გერჩივნოდ რამე წესიერი გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, თორემ მართლა საცოდავ კაცუნებად დარჩებით...
პაატა
27 ოქტომბერი 2017 15:07
2
ეეეჰ, გურამ, გურამ........ ზნედაცემულებო!!!!!! გამოხატვის თავისუფლების ფსევდო არგუმენტაციას, რომ ხართ ამოფარებული!!!!! მშვიდობაში მოიხმარეთ და გაცვითეთ თქვენი ერთი ადგილი და სიმაღლის მიხედვით დამწკრივდით ყოველ 17 მაისს..... მაინცდამაინც შუბლზე უნდა დაიწეროთ და რუსთაველზე უნდა ჩაატაროთ აღლუმი ისე ვერ სიამოვნებთ ერთმანეთში?! პირჯვარი ერთხელ მაინც არ გადაგიწერიათ გულწრფელად?! თუ ახალ ათ მცნებას მიაგენით სადმე?! როდისმე გინახავთ ან გაგიგონიათ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს რამე სამკლავურის გაკეთების ან რუსთაველზე აღლუმის ჩატარების სურვილი გამოეთქვათ?!
გიორგი
27 ოქტომბერი 2017 14:00
1
Kashias cinapars xmlit da jvarit akvs gadarhenili sakartvelo, es kide gei samklaurit gamodis, 90 procentis azria da hemic ar daishvad nakrebshi kartveli eris gamanadgurebeli nakrebshi.
Lukinio
26 ოქტომბერი 2017 15:01
2
მიჩინიო მაგ კაცური სიმართლით იარეთ შენ და შენმა შთამომავლობამ....დამწკრივება ადვილია უბრალოდ დედაშენს თუ ჩააყენებ სათავეში თორე ისე არაფერი გამოვა ;) :))
გიო
26 ოქტომბერი 2017 13:41
4
საქართველოში რომ ბნელოდა კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი სიბნელე თუ იყო ნაღდად არ მეგონა. სრული ტიმნატა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
naili
26 ოქტომბერი 2017 10:34
23
ყოჩაღ გურამს! ნამდვილი კაცური პოზიციაც აქვს და კლავიატურის კუანა ვაჟკაცებიც და ქლიავი ჟურნსლისტებიც მაგრად ფეხებზე კიდია. კაცმა თავისი მართალი სიმართლე თქვა და თქვენ დამწკივდით ეხლა...
მიჩინიო
26 ოქტომბერი 2017 08:33
26
განათლრბაზე აპელირებას მორჩით ამას მაგრად შეეშალა დაინტერესებულპირებს ჩემს ნიშნებს ვეტყვი გამოცდებზე და ახალგაზრდებში არიან სამშობლოს მოყვარული ხალხი დამიჯერეთ მეც იმათში
გენო
25 ოქტომბერი 2017 21:48
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული