გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
AUTO PLAY
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის
დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 69 /
ერთ დროს შორტებით სიარული ტეხავდა, ახლა ყოველი მეორე ფოხანით დადის :))
ასტრიდ
23 ოქტომბერი 2017 23:15
4
P.S. ანუ როგორც ამ პატარა საკითხში ასევე სხვა საკითხებში განვითარდით. ხოლო ზემოთ ხსენებულ ამბავში ჯერ ვერ გამოვედით. არაუშავს ყველაფერს დრო უნდა. რამოდენიმე ხანში ამ საკითხშიც ტოლერანტები გავხდებით!
ასტრიდ
24 ოქტომბერი 2017 10:57
19
ყურადღების მიქცევის ხერხია სხვა არაფერი მე არ მჯერა ამ კაცის გულწრფელობის ვისაც გჯერათ გაიარეთ
912
23 ოქტომბერი 2017 23:10
15
კაშიამ ლგბტეებს კი არ დაუჭირა მხარი არამედ იმათი წინააღმდეგია ვინც მათ კლავს! ვინც რ უნდა იყოს ადამიანი ზალადობა უნდა იგმობოდეს! მარტო ღმერთს შეუზლია გადაწყვიტოს ვინ იცოცხლებს დ ვინ არა.
luk
23 ოქტომბერი 2017 23:09
22
ფეხბურთი ითამაშონ წესიერი და მოიგონ თამაშები ეს არის გულშემატკივარისთვის მთავარი და საქართველოსვისაც. ყველამ თავის ცხოვრებას და ორიენტაციას მიხედოს. არავის საქმე არ არის ვინ რას ფიქრობს და როგორ. ქართველობას რომ ბევრი მაგით საზღვრავს ეგ მაგის გამოა რომ კარგად და დალაგებულად ცხოვრობს ქვეყანა.
Niko
23 ოქტომბერი 2017 21:32
33
100% ხარ. იცით რაზე ვღადაობ. საბჭოთა კავშირს უნდოდა ჩვენთვის ენის წართმევა და ზოგადად გაქრობა როგორც ერის და ამაზე არ ამბობდნენ რატომღაც ქართველობას გვართმევენო. და ახლა აყვირდნენ ვკარგავთო ქართველობას იმიტომ რომ გვეუბნებიან არ იძალადო, არ დაჩაგრო და ასე შემდეგ. დაანებეთ სხვისი ორიენტაციით ინტერესს თავი გირჩევთ. ეს ლგბტ ხალხი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ახლა გახდა ეს პრობლემა?
სამო
24 ოქტომბერი 2017 02:13
25
2-3 ფეხბურთელი გვყავს რაღაც დონის და შევირგოთ, რა. რა სამკლაური, რის სამკლაური... ყველამ თავის სამკლაურს მიხედოს! ;)
ვვვ
23 ოქტომბერი 2017 21:30
33
კაცი არის ძალადობის წინააღმდეგი რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე.ყველამ თავის ცხოვრებას მოუაროს.იმ ვიღაც ჟურნალისტის გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ი
თამაშობს და ვინ არა.

კახა ქირია
24 ოქტომბერი 2017 01:47
29
ტეხავს რა, ყველაფერი არ იყიდება ფულზე და ევროპაში ცხოვრებისთვის, გარყვნილებას არ უნდა დაუჭირო მხარი...
mm
23 ოქტომბერი 2017 21:15
29
ეს არის სვლა ერთგვარი, ეს ბილეთია ევროპაში ცხოვრებისთვის. აბა რასაც ფიქრობს იმას ხომ ვერ იტყვის კაცი ყველგან და ყოველთვის. მე ასე მჯერა და თუ "ცვეტში" ასეთია გურამი მაშინ ოოოოოოოოოო................
ვასილიჩი
23 ოქტომბერი 2017 20:41
18
ნეტა როდის მოვა ის დრო ქართველები მოვეშვებით სხვისი ცხოვრების კრიტიკას და თავისას მივხედავთ. ამ ქვეყანაში იმაზს მეტი სასაუბრო არ გაქვთ ვიდრე სხვისი ორიენტაცია? თუ არ გაქვთ ყოჩაღ თქვენ.
თემო
23 ოქტომბერი 2017 20:37
27
მასე არ არის თემო.თვითონ რაც უნდა ის გააკეთოს,ვერავინ და არავინ დაუშლის მაგრამ,მისი საქციელი მოწოდება და პროპაგანდაა.ეს კი უკვე პირადად ჩვენზეა მომართული და ჩვენ გვეხება.ასე რომ მიყრუება არ შეიძლება,მით უმეტეს მას ბევრი ქართველი ყმაწვილი უსმენს და მიჰბაძავს.საქართველოში ადრეც იყვნენ ფერნაცვალი ხალხი,ბევრიც ძალიან ცნობილი,მაგრამ ისინი ამას არ ამზეურებდნენ და სხვასაც პროპაგანდას არ უწევდნენ.ამიტომაც არ იყო აგრესია მათ მიმართ.ახლა კი აქეთ გვიტევენ და თან წიოკობენ,გვჩაგრავენო.ამაშია განსხვავება.თანაც ძალიან დიდი ფული იდება ამის აგიტაციაში და ახალგაზრდობას უკვე სასაცილოდ აღარ ჰკმარა პატრიოტიზმი,ზნეობრივი სიწმინდე და ქართული ენის პატივისცემა.თანაც ქვეყნის მოსახლეობა ისედაც კატასტროფულად მცირდება და კიდევ ჰომოსექზუალიზმის პროპაგანდა,მთლად გაანადგურებს ეროვნულ გენოფონდს.ამას დაუმატე უკვე განადგურებული განათლების სისტემა და სურათი უკვე საშინელი ხდება,მთავრობა მაინც ეროვნული რომ გვყავდეს,კიდევ იქნებოდა რაღაც იმედი,მაგრამ რაგდენი წელია უკვე ქვეყანას სხვა წვეყნის მსახური მთავრობები მართავს და თუ ვინმე გამოჩნდა ისეთი,ვინც ხმალ ამოღებული იბრძოდა ეროვნული ფასეულობების წინ წამოსაწევად,ყველა საიქიოში გაისტუმრეს.ვეფხისტყაოსანს ან ილიას ახსენებს კიდევ ვინმე?მოკვლიდან 110 წლისთავზე, ტელევიზიებს არც კი გახსენებიათ ილიას სახელი.
სოსო
25 ოქტომბერი 2017 11:25
0
ვიღაც გიგაურს თუ პრობლემები აქვს მესაჯდომეებთან, კაშიამ ამის გამო კარიერა უნდა დაინგრიოს? თავისი ინიციატივით ხომ არ გაუკეთებია სამკლაური, დირექტივა იყო კლუბის ხელმძღვანელობიდან. რომ არ შეასრულოს, ჰომოფობიაში დასდებენ ბრალს და მოკვეთავენ. ყველაფერზე უარი თქვას ახლა კაშიამ და საჩხერის ჩიხურაში ითამაშოს? თუ რა მოთხოვნები გაქვთ მის მიმართ?
meocnebe ixvi
23 ოქტომბერი 2017 20:35
33
პირადად მე მაგრად გამიტყდა კაშია რომ უნდა ამოვშალო იმათგან ვისაც ვგულშემატკივრობ. რეალურად თავი თვითონ ჩაიყენა რთულ და აბათ სულელურ სიტუაციაში. თან ვფიქრობ? რომ კაშია ჭკვიანი ბიჭია და ეს "ხოდი" დასჭირდა როგორც გარანტია, რომ ვიტესის ძირითადში ჯერჯერობით იქნება. მაშინ კიდე ხო.
SL
23 ოქტომბერი 2017 20:05
28
რა გჭირს ასეთი? რამე მოწიე?
gio
23 ოქტომბერი 2017 22:41
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული