"ზოგჯერ პატარა რამესაც შეუძლია, მყუდროება დაარღვიოს ქვეყანაში. 30 წლის ქართველი გურამ კაშიას შემთხვევაში, ეს ცისარტყელასფერიანი კაპიტნის სამკლავური გამოდგა.
ეს არის სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის აღკვეთის ნიშანი, მაგრამ ქართველი გულშემატკივრების და ჟურნალისტების ნაწილს არ მოსწონს. არადა, ასეთი მხოლოდ კაშია არ ყოფილა, ყველას ეკეთა იმ დღეს სამკლავური: ჰოლანდიის პირველ და მეორე დივიზიონში, ქალთა საფეხბურთო გუნდებშიც და ზოგიერთი ბავშვთა კლუბიც შეუერთდა ამ წამოწყებას.
გურამ კაშია, კაკლის სხეულის მქონე
15 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ქართველი ხალხის დამოკიდებულება თავის კერპზე შეიცვალა: ზოგიერთმა გულშემატკივრობა დაასრულა პატარა სამკლავურის ტარების გამო, სხვებისთვის კი სწორედ ეს იყო კაშიას გმირობის დასაწყისი.
ამ დღეს ქართველი ქომაგი ორად გაიყო. ნაწილი თვლიდა, რომ სექსუალური ორიენტაცია - ეს ადამიანის პირადი საქმეა და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ კაშიას ქმედებაზე; ხოლო მეორე ნაწილისთვის ეს იყო ქართული ღირებულებების ღალატი.
ამის გასაგებად, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა, ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზეა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის წევრია, რომლის ლიდერი პატრიარქი ილია მეორე ჰომოსექსუალობას დაავადებას უწოდებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არის ანტიდისკრიმინაციული კანონი.
საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 93% ჰომესექსუალიზმის წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, სექსუალური უმცირესობების მიმართ თავდასხმები დაბალია.
გურამ კაშიამ სამკლავურის გამო მომხდარი აჟიოტაჟი ძალიან განიცადა. მას უამრავი სიძულვილით გაჟღერებული კომენტარი მიუძღვნეს. ყოველივე ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა, რომელიც არის ბუნდესლიგის ყოფილი ლეგიონერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კაშიას და განაცხადა, რომ სპორტი ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ღია.
ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ რა მოქმედება მოჰყვება მათ? დუმილი ხანდახან ოქროა. გურამ კაშიაზე ყველა საუბრობს ამ დღეებში, მაგრამ SPIEGEL-ს ქართველმა უარი უთხრა ინტერვიუზე.
ერთხელ გურამ კაშია ჰოლანდიის პატარა ქალაქში დასახლდა..."
- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა
- გურამ კაშია: აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა