SPIEGEL: ერთხელ გურამ კაშია ჰოლანდიის პატარა ქალაქში დასახლდა...

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა spiegel-მა გურამ კაშიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

"ზოგჯერ პატარა რამესაც შეუძლია, მყუდროება დაარღვიოს ქვეყანაში. 30 წლის ქართველი გურამ კაშიას შემთხვევაში, ეს ცისარტყელასფერიანი კაპიტნის სამკლავური გამოდგა.

ეს არის სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის აღკვეთის ნიშანი, მაგრამ ქართველი გულშემატკივრების და ჟურნალისტების ნაწილს არ მოსწონს. არადა, ასეთი მხოლოდ კაშია არ ყოფილა, ყველას ეკეთა იმ დღეს სამკლავური: ჰოლანდიის პირველ და მეორე დივიზიონში, ქალთა საფეხბურთო გუნდებშიც და ზოგიერთი ბავშვთა კლუბიც შეუერთდა ამ წამოწყებას.

გურამ კაშია, კაკლის სხეულის მქონე
კაცი და მოწითალო ყავისფერში გადასული წვერის მქონე ადამიანი, ყოველთვის იმსახურებდა პატივისცემას თავის სამშობლოში მისი თამაშით, როგორც სერხიო რამოსისა და სოკრატისის მსგავსი კავკასიური ნაზავი. ის არის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ის ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით თამაშობდა.

15 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ქართველი ხალხის დამოკიდებულება თავის კერპზე შეიცვალა: ზოგიერთმა გულშემატკივრობა დაასრულა პატარა სამკლავურის ტარების გამო, სხვებისთვის კი სწორედ ეს იყო კაშიას გმირობის დასაწყისი.

ამ დღეს ქართველი ქომაგი ორად გაიყო. ნაწილი თვლიდა, რომ სექსუალური ორიენტაცია - ეს ადამიანის პირადი საქმეა და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ კაშიას ქმედებაზე; ხოლო მეორე ნაწილისთვის ეს იყო ქართული ღირებულებების ღალატი.

ამის გასაგებად, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა, ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზეა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის წევრია, რომლის ლიდერი პატრიარქი ილია მეორე ჰომოსექსუალობას დაავადებას უწოდებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არის ანტიდისკრიმინაციული კანონი.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 93% ჰომესექსუალიზმის წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, სექსუალური უმცირესობების მიმართ თავდასხმები დაბალია.

გურამ კაშიამ სამკლავურის გამო მომხდარი აჟიოტაჟი ძალიან განიცადა. მას უამრავი სიძულვილით გაჟღერებული კომენტარი მიუძღვნეს. ყოველივე ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა, რომელიც არის ბუნდესლიგის ყოფილი ლეგიონერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კაშიას და განაცხადა, რომ სპორტი ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ღია.

ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ რა მოქმედება მოჰყვება მათ? დუმილი ხანდახან ოქროა. გურამ კაშიაზე ყველა საუბრობს ამ დღეებში, მაგრამ SPIEGEL-ს ქართველმა უარი უთხრა ინტერვიუზე.

ერთხელ გურამ კაშია ჰოლანდიის პატარა ქალაქში დასახლდა..."

- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა
- გურამ კაშია: აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა
მკითხველის კომენტარები / 24 /
მალე დადგება არჩევანის დღე და იმედია კაშია გამოსწორდება,მაგრამ .....!
ასდფგჰჯ
09 ნოემბერი 2017 11:46
1
რა დროს სახარებაა. ეს გაიარა უკვე კაცობრიობამ. 20 საუკუნე გავიდა.
ia
08 ნოემბერი 2017 14:57
6
-დარწმუნებული ბრძანდებოდეთ პატივცემულო მეგობრებო,რომ ჰოლანდიაში უმცირესობებს არავინ ავიწროვებს და არც ძალადობს. ესეთი აქციები ემსახურება გარყვნილების(ქცევითი გადახრა), როგორც ნორმის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში. მორალი და ზნეობრივი კატეგორიები დიდი ხანია დეფიციტშია. ერთიანი მსოფლიოს პროდუქტის მისაღებად ეს ერთ-ერთი ხელსაყრელი ხერხია.
z.
05 ნოემბერი 2017 13:56
2
იძულებული გახადეს?უნდა თქვას. რატომ ამართლებს უღირს საქციელს?
TEMRAZ
04 ნოემბერი 2017 08:54
1
ჰგონია და არა გონია , ჯერ მართლწერა ისწავლე , მერე კი დაგვმოძღვრე რამდენიც გინდა!
zu
04 ნოემბერი 2017 05:29
0
ჯერ ერთი ზოგადად ქრთულ ხასიათში გვაქვს საქმეს ათი სიტყვა რომ უნდა დაუთომთ ათი ათასს უთმობთ... საერთოდ ანტი დისკრიმინაციული კანონი რა საჭიროა არ ვიცი, მარა ვიცი ერთი რამე: გურამ კაშია რა ფერის სამკლაურს გაიკეთებს ძაან ნაკლებად საინტერესოა, თავის საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოს, რა ყურადღებაც ამას დაეთმო იმის მესამედი სუფთა საფეხბურთო თემებზე გაგვემახვილებინა ჯობდა. თქვე კი ხალხო ერთი ავტობუსი ფეხბურთელები გადაბრუნდნენ არ გიკითხიათ, ვაისს კონტრაქტს უგრძელებენ არ გიკითხიათ, ზესტაფონი მოკვეთეს უმაღლესიდან არ გიკითხიათ, დინამოს ბაზაზე ბინას აშენებენ არ გიკითხიათ, ყარაბახმა ჩვენს ჩემპიონს დაახურა არ გიკითხიატ, აბსოლიტურმა უმრავლესობამ ის არ იცით ვიტესი ჩემპიონი გახდა თუ ჰოლანდიის თასი მოიგო, ის არ იცით კაშია ნაკრების კაპიტანია თუ არა, ის არ იცით ბათუმის დინამოს სტადიონი რომ არ აქვს სად თამაშობს, არ იცით სანიკიძემ რომ გამოტოვა ჩემპიონატი ცოცხალია თუ არა, ტკივა რამე თუ არა, არ გაინტერესებთ ხვალ ზეგ საქრთველოს ნაკრები ნახევარი გუნდიტ რატო გადის მინდორზე.... კაით რა? ქვეყანაში სადაც გია ჯაჯანიძის ნაკეთებ საქმეს მაღალი რეიტინგი აქ და სადაც სირქალა ირინა ფემინისტი ვარო იძახის გურამ კაშიას სამკლაურზე ვდაობთ??? იქნება საქმეზე გელაპარაკა ა?
parfiumer
04 ნოემბერი 2017 03:26
3
Bozis shbilebo tkven dedas sheveci da mogityant ojaxis titoeuli wevri chemi komentari gamoaqveynet tkve pederasto mepireebo
Qartuli suli
04 ნოემბერი 2017 02:19
3
nugar tert am sirikoze, gaajvas
wow
04 ნოემბერი 2017 02:16
3
საოცრებაა! რატომ ფიქრობთ რომ ქართველები(მსოფლიოს მოსახლეობის 0.01%) ყველაზე ჭკვიანები ვართ და ამასთან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უღარიბესია. ეს თემები მსოფლიომ გაიარა,ჩვენ არ გვესმის სიღრმე და გარყვნილებას ვეძახით...
სადღვებელაშვილი
04 ნოემბერი 2017 01:28
4
1) ჩვენზე უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტრები მსოფლიოში არავის ჰყავს (თუ ისტორია იცი ნუღარ დავაკონკრეტებთ). 2) საქართველო ათეულობით ათასი წელია რომ არსებობს და ამასობაში გაქრა რომი, ბიზანტია, მონღოლეთი, ოსმალეთი და რომელი ერთი ჩამოგითვალოო? და კიდევ ყველა გამოგონებაში და მეცნიერულ მიღწევებში ქართველის ხელიც ურევია, ასევე ვიცით თავი როგორ ვირჩინოთ სუფთა ჰაერით და მაინც არ მივიღოთ ჩვეულებრივ ნორმად ეს ამორალური ცხოვრების წესი (როგორც მინიმუმ რომი, ბიზანტია და მაკედონელის იმპერია მაგათმა დაღუპეს, ვინც იცის დამეთანხმება.)
იმიტომ როოომ....
04 ნოემბერი 2017 13:56
3
მათ ვისაც გონია,რომ კაშიას მოქმედება არაფერია,შემიძლია უთხრა,რომ მაგრად ცდებით,სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს,მითუმეტეს მოქმედებას,ვიცი რომ დააძალეს,მაგრამ...მაგრამ გმირობას ვერავის მოთხოვ,ღმერთმა შეუნდოს გურამს და თქვენც ვინც მის საქციელს ამართლებთ,ეს მიუტევებელი ცოდვა.
მათ !
03 ნოემბერი 2017 17:33
17
მისატევებელი გურამს არაფერი გაუკეთებია, პირიქით....და არც ჩვენ გვჭირს რამე მისატევებელი ვინც ვეთანხმებით....
ლევანი
03 ნოემბერი 2017 21:46
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული