ლორიას "ანჟიმ" სტუმრად "ამკარი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩში "ანჟი" "ამკარს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მატჩში 90 წუთი ჩაატარა გიორგი ლორიამ, ხოლო ჯაბა ლიპარტიას ტრავმა აქვს.

შეხვედრაში ყველა გოლი 28 წუთში გავიდა, დუბლი შეასრულა ლორიას თანაგუნდელმა მარკელოვმა, რომელიც მეორე ტაიმში გააძევეს. ერთადერთი გოლი "ამკარიდან" კოსტიუკოვმა გაიტანა.

ბოლო ოთხი მატჩია რაც გიორგი ლორია მოხვდა "ანჟის" შემადგენლობაში და ბოლო ადგილიდან მახაჩყალელებმა ორი პოზიციით ზემოთ აინაცვლეს. ბოლო სამ თამაშში გუნდმა 7 ქულა მოიპოვა: დაამარცხეს "ამკარი", ფრე ითამაშეს "ახმატთან" და მოუგეს ტულის "არსენალს".

ფაქტია, რომ
საქართველოს ნაკრების მეკარის ძირითადში დაყენების შემდეგ, კლუბის სტატისტიკა შეიცვალა. გთავაზობთ იმ ერთადერთ გოლს, რაც დღეს ლორიას გაუტანეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ იცით "გიორგი შელია" ვინ არის "რუსულ უფაში"? ქართველია თუ უბრალოდ მეგრული გვარი?
roma-ni
00:15 06-11-2017
0

სიახლეები პოპულარული