კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მე-13 ტურში ტარაგონას "ხიმნასტიკმა" სტუმრად გაანადგურა "ვალიადოლიდი" 3:0.

კატალონიური გუნდის 22 წლის ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა მწვრთნელმა ანტონიო როდრიგესმა, შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე მისი გადაცემით მიკელ მესამ თავურით გახსნა ანგარიში.

"ხიმნასტიკი" სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-16 ადგილზეა.

შემდეგ ტურში, 12 ნოემბერს კაკაბაძის გუნდი ოვიედოს "რეალს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი უმატებს. ნაკრების თამაშებზეც გამოჩნდა.
მერაბი-1960
17:06 07-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული