უზბეკეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ლოკომოტივი" სამარყანდის "დინამოს" ეწვია და 5:1 დაამარცხა. მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კახი მახარაძე და 36 წლის ვეტერანი უზბეკეთის ნაკრების წევრი თემურ კაპაძე.
კახი მახარაძემ ამ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა გუნდის შემადგენლობაში, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შოთა არველაძის ტაშკენტის "ფახთაქორი" "ნასაფ ქარშისთან" 4:0 დამარცხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის გუნდს