Vesti.kz: ჯაბა კანკავა "ტობოლში" გადადის

AutoSharing Option
ყაზახური საიტი Vesti.kz იუწყება, რომ ჯაბა კანკავასა და "ტობოლს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც იანვრიდან კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დაიცავს.

როგორც საიტი იუწყება, კლუბი ქართველ ფეხბურთელს ამ დღეებში წარადგენს. ჯაბა კანკავა ნახევარი წელია რაც უგუნდოდაა, ნაკრების კაპიტანმა ზაფხულში დატოვა "რეიმსი" და თავისუფალი აგენტი გახდა.

"ტობოლმა" 2017 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა. გუნდი ქალაქ კოსტანაიში, ცენტრალურ სტადიონზე თამაშობს. კლუბში ერთი ქართველი უკვე ირიცხება - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სჯობდა რეიმსში დარჩენილიყო, როგორც მახსოვს 2018 წლამდე ჰქონდა კონტრაქტი. რეიმსი ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდია და ძალიან კარგ ჩემპიონატშიც გამოდის მითუმეტეს .რომ ამ სეზონში ლიგა 2-ში პირველ ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლის კარგი შანში აქვს, სად საფრანგეთის დონე და სად ყაზახეთი. არ არის კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ სულ უგუნდობას ნამდვილად სჯობს, ალბათ არ იყო უკეთესი ვარიანტი ამ ეტაპზე წარმატებები ჯაბას ახალ გუნდში.
gio
25 ნოემბერი 2017 00:37
0
მთავარია, სადღაც დაიწყო. წარმატებები, ჯაბა!
გელა
25 ნოემბერი 2017 00:33
0
არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ტობოლს საქართველოში ეთამაშა რომელიმე კლუბში არ აჯობებდა? თუმცა ყაზახებს ხელფასები აქვთ მაღალი, დონეც ცოტათი მაღალია ჩემპიონატის, კაროჩე რა მაგარ ქაქშია ქართული ფეხბურთი:(
baski
24 ნოემბერი 2017 21:17
0
აფსუს!
სოსო
24 ნოემბერი 2017 20:55
0
ჩემის აზრით რეიმსში დარჩენილიყო უკეთესი იქნებოდა. ტობოლს რეიმსი ბევრად სჯობია. ბევრად უკან გადადგმული ნაბიჯია.
კიკა
24 ნოემბერი 2017 15:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული