ზაქარია ბეგლარიშვილი: კარგი გრძნობაა, როცა მთელი წელი შრომობ და სეზონს ტიტულით ასრულებ

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა უკვე დაასრულა სეზონი. მათ შორისაა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ესტონეთის ჩემპიონი გახდა.

ქართველ ფეხბურთელს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.

- წელს მეოთხედ მოიპოვე ესტონეთის ჩემპიონის ტიტული. ბევრი ქართველი ფეხბურთელი ტიტულებით არ არის განებივრებული. როგორი გრძნობაა?

- რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გრძნობაა, როცა მთელი წლის განმავლობაში შრომობ, ბევრს ვარჯიშობ და სეზონს ჩემპიონის ტიტულით ასრულებ.

- რას გეგმავ სამომავლოდ? რჩები "ფლორაში" თუ გეგმავ სხვა კლუბში გადასვლას?
- მქონდა სხვადასხვა ჩემპიონატიდან შემოთავაზებები, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონშიც
"ფლორაში" დავრჩები.

- რა განვითარების პერსპექტივას ხედავ "ფლორაში"? შეუძლია კლუბს ზაფხულში ევროთასებზე რაიმე სახის სიურპრიზის შემოთავაზება?
- ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევიდან. ბევრი საინტერესო მატჩები იქნება, რომლებშიც თავის გამოჩენის შემთხვევაში, უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი მექნება.

- გეგმავს კლუბი გაძლიერებას?
- დიახ, წასვლით არავინ არ მიდის და ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინც ამას ნაკრებში არ იძახებს იმას თვალები არასწორ ადგილას აქვს
Giorgi
19:02 03-12-2017
0
ბეგლარ ძმაო :D . სანამ ტატუს არ დაიხატავ , მანამდე შანსი არ გაქ ნაკრებში..../ გაიზარდე თმები, ისე რო ყოველ ორ წუთში ხელით გასწორება ჩირდებოდეს, :D :D, გამოსაჩენ ადგილზე დაიხატე რამე, მაგ: აღმაშენებელი!!!! არა ეს არა, დაკავებულია უკვე, სააკაძე ან რა ვინმე სხვა, მაია წყნეთელი თუნდაც :D :D :D აი ნახე თუ არ დაგიძახონ ნაკრებში მერე, ეს საქართველოა ძმა, დგეს ასეააა ...
Vasili
12:10 02-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული