სირბილაძემ გასული სეზონი "კპვ კოკოლაში" გაატარა.
Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.
- ფინეთის რანგით მეორე დივიზიონი "იუკონენი" დასრულდა. რას იტყოდით თქვენს განვლილ სეზონზე?
- ვფიქრობ, ნორმალური სეზონი მქონდა. 8 გოლი ჩემპიონატში, ხოლო სამიც თასზე გავიტანე. გასული წელი უფრო კარგი იყო, მაგრამ ამ სეზონსაც არაუშავდა.
- 2009 წლიდან ფინეთში იმყოფებით და სხვადასხვა გუნდში ასპ
- ახალ გუნდში ვაპირებ გადასვლას, მაგრამ ჯერ არ ვიცი რომელში. დარჩენას ისევ ფინეთში ვაპირებ. საქართველოში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ.
- თქვენ საქართველოს ჩემპიონატში გითამაშიათ და ალბათ ახლაც ადევნებთ თვალს... შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი პერიოდი ახლანდელს?
- გუნდებს ალბათ ახლა უფრო უკეთესი პირობები აქვთ. ადრე ჩემპიონატის დონე უფრო მაღალი იყო და უფრო ძლიერი გუნდებიც თამაშობდნენ.
- რით განსხვავდება ფინეთის და საქართველოს ჩემპიონატი ერთმანეთისგან?
- ძალიან განსხვავდება. ფინეთში უფრო ძალისსმიერი ფეხბრუთია, საქართველოში კი ტექნიკური. ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან... ზოგადად, სკანდინავიაში საქართველოდან წასული ფეხბურთელი თუ ფიზიკურად მზად არ არის ძალიან გაუჭირდება.
- საქართველოს ნაკრებში თქვენ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ასპარეზობდით, ამის შემდეგ კი არც კახა ცხადაძე და არც ვლადიმერ ვაისი არ გიძახებთ... რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
- ქეცბაიაზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გამოვუძახებივარ და მაგ კაცმა დამიძახა. არ ვიცი... ეგ მაგათ უნდა ჰკითხოთ, ეტყობა, მაგათ გემოვნებაში და მონახაზში არ ვჯდები.
- თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ნაკრების შიდა სამზარეულოში დაძაბული სიტუაცია იყო, ამბობდნენ ასევე, რომ ქეცბაია ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა...
- არ ვიცი, მე ეგეთი რამე არც მინახავს და არც გამიგია, რაც ნაკრებში ვიყავი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქეცბაიას მიმართ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის.