გიორგი მერებაშვილი ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მუდმივად ამწვავებდა შეტევებს და 32-ე წუთზე პენალტის მოპოვებაც შეძლო, რომელიც კანტემ ვერ გამოიყენა.
მიუხედავად ამისა მერებაშვილი არ გაჩერებულა და მატჩის 42-ე წუთზე ვარელას საჯარიმოში ზუსტი პასი გაუკეთა და ანგარიში 2:0 გახდა.
გიორგი მერებაშვილს ამ სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, "პლოცკი" კი მე-10 პოზიციაზეა. ლუკა