ვალერი გაზაევმა საბა კვირკველია მეშვიდედ დაასახელა ტურის ნაკრებში

AutoSharing Option
რუსული სპორტული საიტისთვის championat.com-ისთვის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ჩემპიონატის ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარ ვერსიას ადგენს (Символическая сборная 19-го тура РФПЛ. Версия Валерия Газзаева) და მე-19 ტურის სიმბოლურში ქართველი მცველი საბა კვირკველია შეიყვანა, რომელსაც ამ სეზონში ეს პატივი წილად მეშვიდედ ერგო.

შეგახსენებთ, გასულ ტურში "ლოკომ" ყაზანის "რუბინი" დაამარცხა (1:0).

აი, როგორ შეაფასა გაზაევმა კვირკველიას ასპარეზობა:"თავის ყოფილ გუნდთან შესანიშნავად გაისარჯა. დაცვაში მისი დამაჯერებელი თამაში "ლოკომოტივს" გამარჯვებაში დაეხმარა".
მკითხველის კომენტარები / 8 /
გამგებმა ყველაფერი კარგად გაიგო და თავისი ქამარ-ხანჯალი ყველას მოახმაროს გამჩენმა
ვასო
07 დეკემბერი 2017 22:20
0
vaso, ალბათ გაგონილი გექნება ერთი კაი ქართული გამოთქმა -"სად ერეკლე და სად მისი ხმალ-ხანჯალი"-ო. საერთოდ არ არის შენი მოსაზრება ახლოს თემასთან. გაზაევმა კვირკველია შეიყვანა რუსეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. რომელი ნახევარმცველი გაინტერესებს? რომელიც რუსეთში თამაშობს და გაზაევმა არ შეიყვანა სიმბოლურში, თუ... რა შუაშია აქ ნახევარდაცვა და თავდასხმა?
niko
07 დეკემბერი 2017 16:44
0
ვისზე და პაპუნაშვილზე, რომელმაც 90 წთ. ითამაშა სარაგოსაში და თანდატანობით ჩაჯდა სასტავში, თან გუნდს ფლეიოფის შანსი აქ,. სხირტლაძეზე, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ბევრად უკეტეს გუნდს გაქაჩავს ისე თავისუფლად თამაშობს, კაჭარავა, რომელიც ასევე გაუშინაურდა გუნდს და 90 წუთი ითამაშა, თან ალბად გუნდი საპრიზო ადგილს არ აცდება. ებრალიძეზე, რომელიც ასევე 90 წუთს თამაშობს და მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში გასვლის ერთერთი კანდიდატია, ჭანტურიშვილი, ასევე ძირითადი და მისი გუნდი ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია, ბერიძე, ასევე ძირითადი, გიორგაძე გაიჩითა ვორსკლაში, გუნდი მესამე ადგილზეა. დვალი, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკააქვს, არაა საკმარისი? კიდევ არიან . რამდენი გავხსენი იმდენი კვირკველიაა და არაფლის მაქნისი ქვილითაია, რომელიც გაიყინა და მომატების ნაკლები შანსიაქ. ფეხბურთელები არა გვყავსო მაგი რამ ათქმევია, სოკრატესი ჰგონია თავი თუ მალდინი ნეტა.
ვასო
06 დეკემბერი 2017 14:29
1
გაიხარე ვასო, ძლივს სასიხარულო ამბები გავიგე ლეგიონერებზე.
gizog
08 დეკემბერი 2017 13:28
0
სხვაზე ვისზე,ლობჟანიძე და კიდევ მისთანებზე?
maxa joba
06 დეკემბერი 2017 12:26
0
ყოველ დღე კვერკველიაზე წერა შეიძლება? სხვებმა რა დააშავეს? მოგვაწოდეთ ინფორმაცია. გავიგეთ რომ კვერკვე მაგარია. ნახევარმცველები გვაინტერესებს, ანუ სადაც გვიჭირს
vaso
06 დეკემბერი 2017 11:07
0
მართლაც შესანიშნავად ითამაშა,გაააანსაკუთრებით პირველ ტაიმში,როცა რუბინს სათამაშო უპირაყტესობა ჰქონდა.
სოსო
05 დეკემბერი 2017 10:50
0
win saba
tamaz
05 დეკემბერი 2017 07:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული