ნოემბრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს მკითხველების ვერსიით

AutoSharing Option
sportall.ge-ს მკითხველებმა ნოემბრის საუკეთესო სამი ქართველი ლეგიონერი გამოავლინეს.

მკითხველებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ.

გამოკითხვაში სულ 986-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

უკვე მეორე თვეა ხმათა სრული უპირატესობით საბა კვირკველია იმარჯვებს. ფაქტია, ქართველი მცველი არა მარტო ქართველ ლეგიონერებში, არამედ რუსეთის პრემიერლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

საქართველოს ნაკრების მცველი 74.03-მა პროცენტმა აირჩია - 730 ხმა.

მეორე ადგილზე კვლავაც პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ "კორონას" ლეგიონერი ნიკა კაჭარავა გავიდა, ფორვარდმა 86 ხმა (8.7%) მიიღო.

მესამე პოზიციაზე კი "სილკებორგის" შემტევი დავით სხირტლაძე გავიდა 75 ხმით (7.6%).

დანარჩენი
პოზიციები ასე გადანაწილდა:

4. გიორგი ლორია ("ანჟი") 4.5% - 45 ხმა
5. სანდრო კობახიძე ("ვორსკლა") 3.8% - 38 ხმა
6. გია გრიგალავა (ტულის "არსენალი") 1.2% - 12 ხმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული