ქართველი ფეხბურთელს სად არ ნახავთ და ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით ლეგიონერი, უზბეკეთის ჩემპიონატში გამოჩნდა. არათუ ფეხბურთელები, არამედ ბოლო დროის ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწვრთნელიც აქ ასპარეზობს და დროა უკეთესად გავიცნოთ "უზბეკ ლიგა".
ბევრს აქვს სკეპტიკური წარმოდგენა, რომ აზიაში ფეხბურთი ჩვენზე უფრო ნაკლებადაა განვითარებული, არადა უფრო მეტი ადამიანი ესწრება სტადიონებზე და ფეხბურთიც უფრო უყვართ. მაყურებელი ბევრად მეტ სანახაობას სძენს თამაშს და ამას უზბეკეთში გუნდები გულშემატკივრებს უფასებენ.
კახი მახარაძე საქართველოს
უზბეკეთში ჩემპიონატი გაზაფხული-ზამთარის სისტემით ტარდება და ქართველ ნახევარმცველმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამათგან 6 მატჩი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა.
კლუბში ასპარეზობს 36 წლის თემურ კაპაძეც, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეობა აქვს და არასდროს უასპარეზია საქართველოს ჩემპიონატში.
ტაშკენტი უზბეკეთის დედაქალაქია, სადაც 2 309 600 ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება კლუბის სტადიონს, ის 8000 ადამიანს იტევს.
მე-3 ადგილზე შოთა არველაძის გაწვრთნილი "ფახთაქორი" გავიდა და მომავალ სეზონში ქართველი მწვრთნელი, საკუთარ შესაძლებლობებს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდის.
"ფახთაქორიც" დედაქალაქური გუნდია და საკუთარი სახელობის 35 000-იან სტადიონზე თამაშობს.
31 წლის შოთა გრიგალაშვილი ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში "ზესტაფონში" ასპარეზობდა, რომელიც 2012 წელს დატოვა და მას შემდეგ 8 კლუბი გამოიცვალა. ქართველი შემტევი "ოლმალიქში" ასპარეზობს, სადაც 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ოლმალიქი უზბეკეთის 112 000-იანი ქალაქია, რომელსაც 12 000-ანი სტადიონი აქვს.