გიორგი აბურჯანია - ქართველმა ნახევარმცველმა ინტერვიუში დაგვიდასტურაა, რომ ახალ კლუბს ეძებს და მოლაპარაკებები ესპანურ და ბელგიურ გუნდებთან მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების წევრს "სევილიის" მე-2 გუნდში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა და ამ სეზონში 10 ჩატარებული მატჩიდან ერთხელ იყო ძირითადში.
გიორგი მაკარიძე - საქართველოს ნაკრების მეკარის მცდელობა, ზაფხულში გადასულიყო "ბენფიკაში" კრახით
ვაკო გვილია - წინა სეზონში "ბატეს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ სათადარიგო სკამს დასჯერდა და მას თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი დიდი ალბათობით ახალი კლუბის ძიებაშია.
გიორგი არაბიძე - ჯერ კიდევ ზაფხულში იყო საუბარი, რომ შეიძლება ახალგაზრდა შემტევს "შახტარი" დაეტოვებინა, თუმცა სეზონის ნახევარი 21-წლამდელთა გუნდში გაატარა სადაც განსაკუთრებული შედეგით თავი არ გამოუჩენია. მოსალოდნელია, რომ ამ ზამთარშივე ვიხილოთ გიორგი ახალ გუნდში და უკრაინული გუნდი მის ტრანსფერს არ შეაფერხებს.
ჯაბა კანკავა - ზაფხულის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც ყაზახური გამოცემები წერდნენ ის "ტობოლის" ფეხბურთელი გახდება, თუმცა კლუბის მხრიდან ეს ჯერ კიდევ არ დადასტურებულა.
ნიკა ძალამიძე - ქართველი ლეგიონერი ბუქარესტის "იუვენტუსის" დატოვებას აპირებს, ეს sportall-თან ინტერვიუში განაცხადა და იანვრიდან ოფიციალურად ახალი კლუბის ფორმას მოირგებს. რუმინულ კლუბში 9 ჩატარებული მატჩიდან, 2 გოლი არის მის ანგარიშზე.
მათე ცინცაძე - თბილისის "დინამოდან" წასული ნიჭიერი ნახევარმცველის კარიერა პოლონეთში ვერ აეწყო. ბოლო პერიოდი ის "პოგონის" დუბლებში მე-3 ლიგაში ასპარეზობს, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. სავარაუდოდ ზუსტად 1 წლის შემდეგ, მათე კლუბს გამოიცვლის და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს.
ბუდუ ზივზივაძე - ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც ვერ წაუვიდა ევროპული კარიერა იდეალურად და დანიის მე-2 ლიგის ბინადარ "ეისბერგის" სარეზერვო გუნდში იმყოფება, სადაც მის ანგარიშზე 5 მატჩში 1 გოლია. დიდი ალბათობით ბუდუც ეროვნულ ლიგას დაუბრუნდება.
გოგიტა გოგუა - "ოკჟტეპესი" ყაზახეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დიდი ალბათობით ქართველი ვეტერანი კლუბს შეიცვლის. დიდი ალბათობით ის ისევ ყაზახეთში გააგრძელებს კარიერას.