გიორგი აბურჯანია: "სევილიაში" დარჩენის აზრს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მომავალ თაობას თუ გადავხედავთ, გიორგი აბურჯანია ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც შეიძლება ნაკრები დაეყრდნოს.

ქართველ ლეგიონერს "სევილია II"-ში ისე არ წაუვიდა საქმე როგორც სურდა, Sportall.ge აბურჯანიას დაუკავშირდა და მის მომავალზე ესაუბრა.

- რა ხდება შენს გარშემო? ჯერჯერობით ვერ ახერხებ კვლავ "სევილია II-ში" თავის დამკვიდრებას, ეს ტრავმებითაა გამოწვეული თუ სხვა სახის პრობლემებია?
- ჩემს გარშემო ხდება ის, რომ ველოდები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას. არის სხვადასხვა მიზეზი თუმცა არ მსურს ლაპარაკი
და "სევილიაში" დარჩენის აზრს დღესდღეობით ვერ ვხედავ.

- ანუ არის შემოთავაზებები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ზამთარში კლუბს დატოვებ?
- არის მოლაპარაკებები და როგორც მე, ასევე კლუბი განვიხილავთ და მისაღებ ვარიანტზე შევჯერდებით.

- ახლანდელი გადმოსახედიდან "ხიმნასტიკიდან" წამოსვლას შეცდომად თვლი თუ წინ გადადგმულ ნაბიჯად?
- იმ მომენტში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც ველოდით.

- დაახლოებით სად უნდა ველოდოთ შენს ტრანსფერს. ისევ ესპანეთში თუ შეიძლება ეს რუსეთი ან უკრაინა იყოს?
- რუსეთს და უკრაინას გამოვრიცხავ. არის ესპანური ვარიანტები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და უახლოეს მომავალში ყველაფერი გადაწყდება.

- საქართველოს ნაკრების წევრი ხარ, როგორ შეაფასებდი წინა საკვალიფიკაციოს. რატომ ვერ მივაღწიეთ უკეთეს შედეგს?
- ბოლო წლებს თუ გავიხსენებთ ნაკრებმა აჩვენა საუკეთესო თამაშის ხარისხი, თუმცა იგივეს სამწუხაროდ შედეგზე ვერ ვიტყვი. მთავარ პრობლემად მომენტების რეალიზება უნდა მივიჩნიოთ, რაც აუცილებლად გამოსწორდება, დარწმუნებული ვარ.

- რა პერსპექტივას ხედავ? შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, თუნდაც ერთა ლიგის ტურნირიდან?
- პერსპექტივა რა თქმა უნდა არის და ვფიქრობ ნაკრებს აქვს ამის პოტენციალი, რომ მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ არ იქნება ადვილი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ ფორმაში არ იყო და სეზონი ჩაუვარდა, ნაკრებში რატო გამოიძახეს? ააა, ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაში ჭირდებოდა!!!? წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ ნაკრებში ნაცნობობით ნურავის ეძახით.
haha
14:02 10-12-2017
1
წარმატებები გიორგი. შენი იმედი გვაქ. ნამდვილად სწორედ აზროვებ და მიხარია
კეთილის მსურველი
12:02 10-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული