
ვისაც "ლოკომოტივის" მატჩებისთვის უცქერია, შეამჩნევდა, რომ ეს გუნდი ვარსკვლავებით აშკარად არაა დაკომპლექტებული. მის შემადგენლობაში ქართველი მცველი საბა კვირკველია, ნახევარმცველები მანუელ ფერნანდესი და ალექსეი მირანჩუკი და თავდამსხმელი ჯეფერსონ ფარფანი გამოირჩევიან. ამათგან ფერნანდესი 31 წლისაა, ხოლო ფარფანი 33-ის. ასე რომ, მათი ინტერესის სფეროში სავარაუდოდ მხოლოდ კვირკველია და მირანჩუკი შეიძლება იყვნენ.