"მანჩესტერის" და "ტოტენჰემის" სკაუტები კვირკველიას თამაშებზე იმყოფებოდნენ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტიდისა" და ლონდონის "ტოტენჰემის", აგრეთვე ესპანური კლუბების სკაუტები მისი გუნდის მატჩებს ხშირად ესწრებიან, თუმცა არ იცის, ზუსტად რომელ ფეხბურთელებს აკვირდებიან.

ვისაც "ლოკომოტივის" მატჩებისთვის უცქერია, შეამჩნევდა, რომ ეს გუნდი ვარსკვლავებით აშკარად არაა დაკომპლექტებული. მის შემადგენლობაში ქართველი მცველი საბა კვირკველია, ნახევარმცველები მანუელ ფერნანდესი და ალექსეი მირანჩუკი და თავდამსხმელი ჯეფერსონ ფარფანი გამოირჩევიან. ამათგან ფერნანდესი 31 წლისაა, ხოლო ფარფანი 33-ის. ასე რომ, მათი ინტერესის სფეროში სავარაუდოდ მხოლოდ კვირკველია და მირანჩუკი შეიძლება იყვნენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ ვერ გაქაჩავს მანჩესტერში. პირდაპირ გრანდში მოხვედრამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს.ვფიქრობ ინგლისის საშუალო გუნდში თამაში აჯობებს ერთი სეზონი მაინც. მეტ გამოცდილებას შეიძენს და მერე .....
დავით67
22:11 29-12-2017
0
წარმატებას გისურვებ საბა
ოთო
15:11 23-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული