ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს

AutoSharing Option
ჯაბა ჯიღაური მაკედონიური "ვარდარის" ფეხბურთელი აღარაა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯიღაურმა "ვარდარში" სულ 38 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. აქედან მაკედონიის ჩემპიონატში 28-ჯერ ითამაშა, 9-ჯერ ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთხელ - ქვეყნის თასზე.

ჯაბა ჯიღაურმა "ფენერბაჰჩესთან" სტამბოლში უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მაკედონიური კლუბი თავისი არსებობის ისტორიაში ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გაიყვანა.

ფეხბურთელის მენეჯერი ლევან ზუხბაია ჯიღაურის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"ჩვენ რომ თანხმობა გვეთქვა, "ვარდარი" განახლებულ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა. პირიქით, მათ ჯაბას დატოვება
ძალიანაც სურდათ. უბრალოდ, ჯაბამ თავისი ძალები მაკედონიის ჩემპიონატში მოსინჯა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდა და ახლა უკეთესი დონის ჩემპიონატში წასვლა სურს.

საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს, რომელზეც ჩვენი სააგენტო მუშაობს, მაგრამ ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ. ლაპარაკია სერბეთის, ხორვატიისა და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაკედონიაში იმიტომ წავიდა,რომ იცოდა ათამაშებდნენ.
სტაბილურად ჩაატარა სეზონი ევროპა ლიგაზეც ითამაშა 38 თამაში ერთ სეზონში არაა ცოტა, ზოგიერთი ქართველი ვინც ევროპაშია იმათ საერთოდ კარიერაში არ აქვთ ამდენი თამაში ნათამაშები იმედი მაქვს მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში იქნება და იქაც ექნება ასეთივე ხშირი სათამაშო პრაქტიკა წარმატებებს ვუსურვებ.
1
იცით რა მაინტერესებს, საერტოდ ქართველი ფეხბურთელების თამასის დონე საგრძნობლად ჩამორჩა საეღტო ევროპულს, ნუთუ ამდენი ხნის მანძილზე ერთი სუპერ დონის ფეხბურთელი არ გაიზარდა საქართველოში. სულ მინიმუმ მხითარიანის დონის, რაღაც ქართული ფეხბურთის საერთო პრობლემაზე უნდა ისაუბროს ყველამ, ერმაც და ბერმაც, რაც ყველაზე მტავარია რა ეშველება ქაეთველი სპორტსმენის მუხლს, ეს ხომ ჩვენი აქილევსის ქუსლია, ვიფიქროთ ამაზე ყველამ.
გია
17:08 27-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული