27 წლის ქართველი კარის დარაჯი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ თამაშობს.
მაკარიძემ 10 დღის უკან Sportall.ge-სთან საუბარშიც განაცხადა, რომ კლუბს მალე შეიცვლიდა, ეს ინფორმაცია კი დღეს ოფიციალურად დადასტურდა.
მაკარიძე "მორეირენსეში" გასული სეზონიდან მოყოლებული ირიცხება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი მისი სახელი ისეთ კლუბებს უკავშირდებოდა, როგორებიც "ბენფიკა" და "ბრაგაა".