იტალიური პრესა: მჭედლიძის შეძენა "კარპის" სურს

AutoSharing Option
იტალიურმა საინფორმაციო სააგენტოებმა ლევან მჭედლიძის სახელი "კარპის" დაუკავშირეს.

როგორც იცით, ქართველი ფორვარდი დიდი ხანია ტრავმირებულია და აპრილის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

გავრცელებული ცნობით, "კარპის" ფეხბურთელის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს იანვარშიც მოხდეს.

თავის მხრივ კი, ტოსკანური კლუბიდან წასვლა მჭედლიძესაც სურს.

რაც შეეხება "კარპის", ეს კლუბი იტალიის სერია B-ში ასპარეზობს და მე-10 ადგილზე იმყოფება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული