როგორც იცით, ქართველი ფორვარდი დიდი ხანია ტრავმირებულია და აპრილის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
გავრცელებული ცნობით, "კარპის" ფეხბურთელის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს იანვარშიც მოხდეს.
თავის მხრივ კი, ტოსკანური კლუბიდან წასვლა მჭედლიძესაც სურს.
რაც შეეხება "კარპის", ეს კლუბი იტალიის სერია B-ში ასპარეზობს და მე-10 ადგილზე იმყოფება.