იტალიის სერია ც-ს ბინადარმა კლუბმა 25 წლის ფორვარდი 2018 წლის 30 ივნისამდე აიყვანა.
იტალიის სერია ც-ში 19 გუნდი ასპარეზობს. "ლუჩეზე" კი 24 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
პირველ ადგილზე გასული კლუბი სერია ბ-ს საგზურს პირდაპირ იფორმებს, მე-2-დან მე-10 ადგილის ჩათვლით გასული კლუბები კი, "პლეი-ოფის" მეშვეობით ერთ საგზურს გაითამაშებენ.
შეყილაძეს დებიუტი, სავარაუდოდ, 22 იანვარს, "ლივორნოსთან" საშინაო მატჩში შედგება.