შეხვედრა 0:0 დასრულდა, თუმცა შეიძლებოდა არც დასრულებულიყო, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა იჩხუბეს, მსაჯმა პოლონელთა ორი მოთამაშე გააძევა, თუმცა მეორე ტაიმში მათი შეცვლის უფლება დართო.
ნაანტრაქტევს დონბასურ გუნდში შეცვლაზე მცველი ზურაბ ოჩიგავა შევიდა, მაშინვე მეტოქე მოცელა, არბიტრმა მასაც წითელი ბარათი უჩვენა და მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელს დართო მოედანზე შესვლის უფლება.
კაჭარავამ 75 წუთი ითამაშა, ხოლო "ოლიმპიკში" მეკარე ზაურ
ნამატჩევს ფარცვანიამ თქვა, რომ პოლონელებთან ყოველთვის ძნელია თამაში, რადგან უხეშობენ, ისე კი მატჩი სასარგებლო იყო და შეცდომების გამოსწორებაზე მართებთ მუშაობა.