კლუბის საიტი იტყობინება, რომ მწყობრში ჩადგა მცველი სერგეი კრივცოვი და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ პირველ ტაიმში ათამაშა, რომელიც 0:0 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ მოედანზე რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუშვა, კრივცოვი კი ქართველი ლეგიონერით დავით ხოჭოლავათი შეცვალა.
67-ე წუთზე ხორვატული გუნდის ბოსნიელმა თავდამსხმელმა არმინ ჰოჯიჩმა გოლი გაიტანა და "შახტარი" 0:1 დამარცხდა. გაშვებულ გოლში დავითს ბრალი არ მიუძღვის.
დღეს "მეშახტეები" უკრაინაში დაბრუნდნენ, 27 იანვარს კი დუბაიში მეორე შეკრება ეწყებათ.