"შახტარმა" შეიძლება გიორგი არაბიძე "ვერესში" გაანათხოვროს

AutoSharing Option
sportanalytic.com-ის ცნობით, არაა გამორიცხული, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე როვნოს "ვერესში" გაუშვას იჯარით.

თუ მხარეები მორიგდნენ და გიორგიც თანახმა იქნება, ის სეზონის ბოლომდე იასპარეზებს "ვერესში". თან, როვნოულ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

ერთი სიტყვით, სულაც არაა ურიგო ვარიანტი, რადგან "ვერესი" ქვეყნის პირველობაზე მე-5 ადგილზეა, ფორვარდი სჭირდება და არაბიძეს სისტემატურად მოუწევს თამაში.

ცნობისათვის, ამ გუნდშია 19 წლის ქართველი მცველი ლუკა მახარაშვილი, მაგრამ მას მიმდინარე სეზონში არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადადი გიო ძმა,იქნებ მოაწონო რომელიმე ნორმალურ კლუბს თავი და წახვიდე შახტარიდან სულ.
Giorgi
02:32 26-01-2018
0
სულ ეგრე აკეთებენ, ოქრიაშვილი არაბიძე ხოჭოლავა, ესეიგი მაგარ ქართველ ტალანტს იყიდიან, არ ათამაშებენ, მერე იჯარით გაუშვებენ სადმე ბანძ გუნდში, იქაც თამაშს სანატრელს გაუხდიან და მორჩა - გაფუჭების გეგმა შესრულებულია. მოშორდით ამ შურით და ბოღმით გახეთქილ ხახოლ-ვანიებს რა ქართველი უნდა წავიდეს სამხრეთ ევროპაში სხვაგან არ გაგახარებს არავინ.
თვალი გაახილეთ
01:41 26-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული