თუ მხარეები მორიგდნენ და გიორგიც თანახმა იქნება, ის სეზონის ბოლომდე იასპარეზებს "ვერესში". თან, როვნოულ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
ერთი სიტყვით, სულაც არაა ურიგო ვარიანტი, რადგან "ვერესი" ქვეყნის პირველობაზე მე-5 ადგილზეა, ფორვარდი სჭირდება და არაბიძეს სისტემატურად მოუწევს თამაში.
ცნობისათვის, ამ გუნდშია 19 წლის ქართველი მცველი ლუკა მახარაშვილი, მაგრამ მას მიმდინარე სეზონში არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.