კვირკველიას მწვრთნელი "ესტერსუნდთან" მატჩისას დაცვის თამაშით უკმაყოფილო დარჩა

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ მარბელაზე შეკრებაზე მოსკოვის "ლოკომოტივისა" და შვედეთის "ესტერსუნდის" შეხვედრა 3:3 დასრულდა.

მატჩი შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ. მწვრთნელმა იური სიომინმა აღნიშნა, რომ 2:0-ს იგებდნენ, უნდა გაემარჯვათ, მაგრამ დაცვა სათანადოდ ვერ გაისარჯა, რაც მარტო მცველების კი არა, არამედ მთელი გუნდის ბრალია და ეს ხარვეზი უნდა აღმოფხვრან.

"ლოკომოტივი" მარბელაზე 14 თებერვლამდე დარჩება და კიდევ რამოდენიმე შეხვედრას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული