ჩორლუკამ კვირკველია "ლოკომოტივის" 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლიკომოტივის" ვეტერან ხორვატ მცველს ვედრან ჩორლუკას კლუბის საიტის ჟურნალისტმა სთხოვა გუნდის საუკეთესო 3 ფეხბურთელი დაესახელებინა, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:

"სამის დასახელება გამიჭირდება. მოდი, ხუთს დავასახელებ: ფარფანი, მირანჩუკები, კვირკველია და ფერნანდეში".

მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველია, ამ პოზიციაზე არაფერს არ შეცვლიდა:"ამჟამად კვირკველია რუსეთის ჩემპიონატზე საუკეთესო ცენტრბეკია. პეიჩინოვიჩთან ერთად შესანიშნავად თამაშობს.

ადრე დიურიცასთან ერთად ცენტრში კარგად ვთამაშობდი, მაგრამ არა მთლად ისე კარგად როგორც ესენი. "ლოკომ" "ზენიტი" და "სპარტაკი" 8 ქულით ჩამოიტოვა და პირადად მე დაცვის ცენტრში არაფერს არ
შევცვლიდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული