კვირკველიამ და "ლოკომოტივმა" "ნიცასთან" მატჩის წინ გენერალური რეპეტიცია გაიარეს

AutoSharing Option
15 თებერვალს ქართველი მცველის საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად "ნიცას" შეხვდება და დღეს, მარბელაზე შეკრებაზე გენერალური რეპეტიცია ნორვეგიის "სტრემსგოდსეტთან" გაიარა - სპარინგი 2:2 დასრულდა.

მწვრთნელმა იური სიომინმა ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშა და კვირკველიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

სიომინმა განაცხადა, რომ დაცვის შეცდომების შედეგად უშვებენ გოლებს, ეს გამოსასწორებელია და ხვალ უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერთან "ფერენცვაროშთან" მატჩში დუბლებს ათამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული