ნიკა კაჭარავამ "ტერმალიკასთან" მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონამ" ნიეჩიზას "ტერმალიკა" დაამარცხა 3:0.

ამ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გახსნა (ეს მისი მეექვსე გოლია ჩემპიონატზე) და შეხვედრის დასასრულს მატეუშ მოზდზენს საგოლედაც უპასა.

"ტერმალიკას" განაცხადში არ ყოფილა 20 წლის ქართველი ახალწვეული ნახევარმცველი ნიკა კვანტალიანი.

"კორონა" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული