ვაკო გვილია შეცვლაზე შევიდა და "ლუცერნმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
შვეიცარიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ლუცერნის" შემადგენლობაში ბორისოვოს "ბატედან" გადასული ქართველი ნახევარმცველის ვაკო გვილიას დებიუტი შედგა. ის ციურიხში "გრასჰოპერსთან" მატჩის მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ და სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

მართალია, გვილიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ურიგოდ ნამდვილად არ გარჯილა, მისი გუნდი კი 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე "ციურიხს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული