ვაკო გვილიამ პირველად იასპარეზა "ლუცერნის" ძირითად შემადგენლობაში [VIDEO]

AutoSharing Option
შვეიცარიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "ლუცერნი" გასვლაზე დაუზავდა "ციურიხს" 1:1 და 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

თუ წინა შეხვედრაში "გრასჰოპერსთან" მწვრთნელმა ახალწვეული ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია ნაანტრაქტევს შეუშვა მოედანზე, ამჯერად სასტარტოში დააყენა და 67-ე წუთზე შეცვალა.

შემდეგ ტურში, 25 თებერვალს "ლუცერნი" "თუნს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგად ითამაშა ვაკომ , ერთ ეპიზოდში პირისპირ გაიყვანა მეკარესთან თანაგუნდელი, რომელსაც სასწაულად ფეხით აუღო მეკარემ. კარგია რომ გვილია და ჩაკვეტაძე თანდათან უფრო მეტ დროს თამაშობენ ნაღდ ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატებში. ნაკრებს ასეთი მოთამაშეები ნამდვილად გამოადგება.
kika
09:26 19-02-2018
0
დღეს კაის ვამბობ როგორც იქნა. ძალიან მეიმედება გვილია და ჩაკვეტაძე, იქნებ გადაჭრან ნაკრებში ცენტრის პრობლემა, მთავარია ძირითადში ჩაჯდნენ. ჩაკვეტაძემ აგერ მთელი მეორე ტაიმი ითამაშა და მაგის გამოსვლის მერე გაიტანა გენტმა 2 გოლი. წარმატებები ბიჭებო. ებრალიძემაც მაგარი მატჩი ჩაატარა. შემაშფოთებელია რატომ ვერ მოხვდა სხირტლაძე და ბერიძე განაცხადში, განსაკუთრებით სხირტლაძე მაჯავრებს, ჰუფნაგელი კი კარგა ხანია განაცხადში ვერ ხვდება, ვერ ივარგა მაგ ბიჭმა. ჭანტურიშვილმაც კაი მატჩი ჩაატარა და ალბათ ნაკრებშიც ვიხილავთ, კაჭარავაც ფორმაშია, დვალი ფორმაშია, კობახიძეც, გიორგაძეს არ უთამაშია, არაბიძემ ითამაშა კარგად და ალბათ გუნდს შეიცვლის, აბურჯანიამ კარგად ითამაშა და მაგანაც გუნდი უნდა შეიცვალოს, ყავს მსურველები. პაპუნაშვილმა ვერ გაქაჩა, რაღაცა ვერ გამოდის მაგ ბიჭს, ბევრი შრომა უნდა. კაკაბაძეც შეიცვლის გუნდს და არ გაუჭირდება მსურველის პოვნა მგონია. კვერკველია რაც არის ეგ არის,კანკავას და ნავალოვსკის დამსახურებული მადლობა და სხვებს უნდა დაუთმონ ასპარეზი.მაკარიძის უთამაშებლობა მაწუხებს, მარა მიეცემა შანსი და გამოიყენებს კიდეც.თუარადა ლორია თამაშობს, ისე მახარაძე კაი კიპერია, და გოგიას არ დაადგა საშველი. ნუ არის გუნდი, მთავარია ეს ხალხი ყველა ათამაშო, შეათამაშო ერთად და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შედეგიც არ დააყოვნებს. წარმატებები და ტრავმების გარეშეე
ვასო
10:48 19-02-2018
0

სიახლეები პოპულარული