მატჩს 20 340-იან სტადიონზე 1 824 მაყურებელი დაესწრო.
შეხვედრის 86-ე წუთზე ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა გახსნა, 90+5-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ფერენც რაცმა მეორე გოლი გაიტანა.
ეს ბაჩანას მე-7 გოლია ჩემპიონატზე და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
არაბული 90-ე წუთზე ირაკლი მაისურაძემ შეცვალა, ლაშა შინდაგორიძე კი სათადარიგო იყო.
"ბალმაზუივაროში" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.