ბაჩანა არაბულმა "დებრეცენს" გოლი გაუტანა და "ბალმაზუივაროშმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ბალმაზუივაროშმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა მე-3 ადგილზე მყოფი "დებრეცენი" 2:0.

მატჩს 20 340-იან სტადიონზე 1 824 მაყურებელი დაესწრო.

შეხვედრის 86-ე წუთზე ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა გახსნა, 90+5-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ფერენც რაცმა მეორე გოლი გაიტანა.

ეს ბაჩანას მე-7 გოლია ჩემპიონატზე და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

არაბული 90-ე წუთზე ირაკლი მაისურაძემ შეცვალა, ლაშა შინდაგორიძე კი სათადარიგო იყო.

"ბალმაზუივაროში" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული