"ბარსელონა B-სთან ოთარ კაკაბაძემ შესანიშნავად იასპარეზა. მან გატანილი გოლის დროს მეკარე სახტად დატოვა, რადგან არავინ ელოდა, რომ ის მარცხენა ფეხით ასე ძლიერად დაარტყამდა.
საერთოდ, ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს და დიდ პროგრესს განიცდის. მას რამდენიმე კლუბმა უკვე დაადგა თვალი და სავარაუდოა, რომ ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავა.
საკუთარი თამაშით კაკაბაძემ ის კრიტიკოსები დაადუმა, რომლებსაც მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ და "ხიმნასტიკის" მენეჯმენტს ამ ქართველის ტრანსფერის გამო აკრიტიკებდნენ.
საქმე
მას შემდეგ, რაც განათხოვრების შემდეგ ის გუნდს დაუბრუნდა, ოთოს სრულად ჰქონდა შეგნებული, რომ ეს მისი შანსი იყო. გუნდი ჯერარდ ვალენტინმა დატოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კაკაბაძეს მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა.
მას კონკურენციას ჯერარდის ძმა, პოლი უწევს და მას ეს ბრძოლა არ წაუგია. მისი წვლილი შეტევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კაკაბაძის ანგარიშზე უკვე სამი საგოლე პასი ფიქსირდება.
ოთო ჯერ 22 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს", - ნათქვამია სტატიაში.