მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” “ბიგ ისთის” მეოთხედფინალში “ბატლერს” შეხვდება

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დაასრულა. 10-გუნდიანი “ბიგ ისთის” კონფერენციაში “მეკობრეებმა” მე-4 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფის პირველ წრეში მეექვსეზე გასულ “ბატლერს” შეხვდებიან.

სწორედ “ბატლერი” გახლდათ სეტონჰოლელთა ბოლო მეტოქე რეგულარულში, რომელსაც მამუკელაშვილის გუნდმა 77:70 სძლია. ქართველმა ფორვარდმა 11 წუთი ითამაშა და 1 ორქულიანი ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 1 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დაგროვდა.

“სეტონ ჰოლმა” კონფერენციის რეგულარულ ჩემპიონატში 10 მოგება და 8 მარცხი
დააგროვა, ისევე როგორც “კრეიტონმა” და “პროვიდენსმა”. პირველი ადგილი ადგილი 15 მოგებითა და 3 წაგებით “ქსავიერმა” დაიკავა, ხოლო მეორე “ვილანოვა” გახლდათ.

ამ ადგილებს დღეს უკვე აზრი დაკარგული აქვს, რადგან წინაა პლეი ოფი, რომელშიც ათივე გუნდი მონაწილეობს. ეგრედ წოდებული “ბიგ ისთის” ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი წრე საკვალიფიკაციო მატჩებია, რომლებშიც 7-10 ადგილებზე გასული გუნდები – მარკეტი, დე პოლი, ჯორჯთაუნი და სეინთ ჯონსი მონაწილეობენ. 7 მატს ეს გუნდები 2 საუკეთესოს გამოავლენენ, რომლებიც 8 მარტს დაგეგმილ მეოთხედფინალებში მოიპოვებენ ადგილს.

შესაბამისად, პირველ 6 გუნდს მეოთხედფინალში ადგილი დაბევებული აქვს და მათ შორისაა “სეტონ ჰოლიც”, რომელიც 8 მარტს “ბატლერს” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე სავარაუდოდ რეგულარულის მომგები “ქსავიერი” იქნება. ეს უკანასკნელი მეოთხედფინალში სენტ ჯონსისა და ჯორჯთაუნის გამარჯვებულს ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასაკობრივ ნაკრებში მაინც გამოიძახეთ, ვნახოთ როგორ თამაშობს
akaki
18:08 06-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული